
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ "ფეისბუქით“ ეხმიანება განვითარებულ პროცესებს.
„დღევანდელი დღის ნაგვიანევი დასკვნები:
* კარგია - რომ ღარიბაშვილი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უუნარო მთავრობის ყველაზე უუნარო პრემიერი აღმასრულებელ ხელისუფლებას აღარ ხელმძღვანელობს;
* ცუდია - რომ მისი გამგრძელებელი არაფრით უკეთესი არ იქნება და წინამორბედივით მხოლოდ იმას იზამს, რასაც მანიაკი ოლიგარქი დაავალებს;
* უარესია - რომ ქვეყნის პრემიერი "გადადგა" ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და ხელისუფლების წყარო, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ხალხი კი არ არის, ერთი საეჭვო რეპუტაციის და გონებრივი შესაძლებლობების ოლიგარქია“.