-
2015-12-24 07:37
გაზეთ „ქრონიკა+“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც ყოფილი პრემიერის ე.წ. ოჯახურ კლანთან ყველაზე აშკარად დაპირისპირებული მასმედიელი იყო, წერს, რომ ის უთანასწორო ბრძოლაში ჩაება, მაგრამ არ გაბოროტდა და საბოლოოდ, გაიმარჯვა.
„ბრძოლა იყო უთანასწორო. ექს-პრემიერის ნათესავებმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს:
მოდიოდა სიბინძურის არნახული ნიაღვარი - შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩემს ოჯახს, შვილებს, მეგობრებს, პირადად მე. იგონებდნენ ათასგვარ სისაძაგლეს, ჩემი ნარკოდამოკიდებულების ჩათვლით, ეძებდნენ კომპრომატებს, იქექებოდნენ ჩემს წარსულში. მიუხედავად ამისა,
ვცდილობდი სახე არ დამეკარგა, ვცდილობდი ფაქტებით და არგუმენტებით მეპაექრა, ვამხნევებდი ჩემს მეგობრებს, მამხნევებდნენ ჩემი შვილები, უფროსი სულ მეუბნებოდა - დამიჭერენ? მერე რა, დე, კაცი ვარ !!!
დღეს ეს ყველაფერი წარსულია, მიუხედავად,ყველაფრისა - არ გავბოროტდი და მოვახერხე პირად ბოღმაზე მაღლა დადგომა. ყველაფერი ვიცი, იმაზე მეტიც, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. შურისძიების გრძნობა არა მაქვს, ჩემგან ვერ მოისმენთ ნიშნისმოგებით ნათქვამ ვერც ერთ სიტყვას.
მადლობა ყველას, ვინც აქ და რეალურ სამყაროში მამხნევებდით, მადლობა"ქრონიკა+"-ის ძალიან მაგარ გუნდს, რომელსაც უპირობოდ სჯეროდა ჩემი სიმართლის.
მადლობა ერთ ძალიან მაგარ ადამიანს, რომელსაც ერთი წუთით არ მივუტოვებივარ ამ ბრძოლაში და ერთად ბევრი რამე გადავიტანეთ“, - წერს ელისო კილაძე.