
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, ასევე მანამდე, რაც გადადგომა დაანონსდა, „ფეისბუქის“ ქართულენოვან მომხმარებელთა მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი გახდა.
„აფხაზეთის ხმამ“ შეკრიბა რამდენიმე ცნობილი და აქტიური ფეიბუქელის გამოხმაურებები, მოსაზრებები და დამოკიდებულება 23 დეკემბრის მთავარ თემასთან - პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით.
აწ უკვე ყოფილი პრემიერის ოჯახთან დაახლოებული ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ერთერთი იყო მათგან, ვინც ირაკლი ღარიბაშვილს მანამდე დაემშვიდობა, სანამ ის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა. ჯღარკავამ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თვითონაც იქ იქნებოდა, სადაც ღარიბაშვილი. ძირითადად, საკუთარ კედელზე, ეხმიანებოდა რა ღარიბაშვილის თემას, ნინო ჯღარკავამ სტატუსებისა და კომენტარების სახით დაწერა:
,,ოცნების,, აქტივიი, გუშინ რომ თავფეხიანად უსაპნოდ უძვრებოდით უკანალში პრემიერს,საკუთარ კედლებზე მისი სურათების გაზიარებით კვდებოდით და მისი შვილების ფოტოებზე გულებს ანთხევდით,რამ გაგსუსათ ასე, ნახვამდის მაინც უთხარით ამ კაცს,მადლობას ვინ ჩივის,ვაიდა გადაიფიქროს წასვლა 8 საათამდე,რას შობით მერე აა?“;
„თუ ვინმეს გონია რომე კარგად ვარ და ვთამაშობ ,ვერ ვასიამოვნებ,არ ვარ კარგად და განვიცდი ძალიან, განვიცდი არა იმას რომ სკამი დატოვა ჩემთვის საყვარელმა ადამიანმა,სკამი იმისაა რომ ან უნდა დატოვო ან უნდა დაჯდე,მე განვიცდი უმადურობას,განვიცდი დაუნახაობას,განვიცდი ხვალინდელი ქვეყნის ბედს,განვიცდი იმას რომ ცილისწამების,ტალახის რეჟიმში ამყოფეს ეს უწესიერესი კაცი,ყველამ ხელი მოითბო,ყველამ ფრთები გაშალა და ხელი შეაწმინდეს ირაკლის!ნაადრევად გაგიხარიათ,ვერ გაგახარებთ გპირდებით! სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს!მე კი პირადად ვიდგები იქ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი იქნება!“;
„2013 წლის 30 ნოემბერს გარდამეცვალა მამა, ირაკლი 5 დღის დანიშნული პრემიერ-მინისტრი იყო,მისი მთელი ოჯახი მოვიდა სამძიმარზე ,გულით გაიზიარეს ჩემი ტკივილი და მამა ღირსეულად დამისაფლავეს!ყველაზე მეტად როცა მიჭირდა მაშინ იდგნენ ჩემს გვერდით,როგორ შეიძლება მე ეს დამავიწყდეს! მადლობა იმისთვის რომ არსებობთ!“
„ერთხელ მაინც დამიჯერეთ ვისაც თავის გადარჩენა გინდათ ჯერ ნუ წაშლით ირაკლის ფოტოებს თქვენი გვერდებიდან. ღარიბაშვილი ივანიშვილის ჯოკერია, იცოდეთ!“.
ნინო ჯღარკავას გარდა, პრემიერმინისტრის გადადგომას გამოეხმაურნენ სხვა იუზერებიც. მაგალითად, ჟურნალისტ დათო პაიჭაძის გამოხმაურება, ფეისბუქელთა უმრავლესობის აზრით, ყველაზე სხარტი, ლაკონური და სარკასტული იყო: „დღეს ყოფილა ბერას დაბადების დღე.
მამა საღოლ, პრემიერი დაუკლა“.
ბევრმა ფეისბუქელმა იკითხა პრემიერის გადადგომის მიზეზი, რაც თავად ყოფილ პრემიერმინისტრს, გამოსამშვიდობებელი გამოსვლისას, არ დაუსახელებია. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გადადგომის მიზეზი „ამოიცნეს“. ასე მაგალითად, ჟურნალისტი ია ანთაძე წერს, რომ პრემიერის გადადგომის მიზეზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია:
„ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზი და მიზანი, სავარაუდოდ, 2016 წლის არჩევნებია.
სახელისუფლო გუნდს (არა მხოლოდ მთავრობას) სათავეში ახალი პრემიერი ჩაუდგება - ბევრად დაბალანსებული ადამიანი, რომელსაც უარყოფითი რეიტნგი, პრაქტიკულად, არ გააჩნია.
დადებითი რეიტინგის, ჯერჯერობით, არაფერი ვიცი“.