გიორგი ქადაგიძე: რატომ მიყვარს ამერიკა

Image

გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქზე" აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღწერს, რატომ უყვარს აშშ და რატომ უნდა მოსწონდეს ეს ქვეყანა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს.

 

"1. ამერიკა არის ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტი

 

2. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკის მხოლოდ ფინანსური დახმარება საქართველოსთვის შეადგენს რამდენიმე მილიარდ დოლარს

 

3. ამერიკაში პიცა გამოძახებით უფრო სწრაფად მოდის ვიდრე სასწრაფო დახმარების მანქანა, ასე მუშაობს ამერიკის კერძო სექტორის დიდი ნაწილი

 

4. მსოფლიოს 100 წამყვანი უნივერსიტეტიდან 85 ამერიკაშია, ამერიკა ერთი სკოლის მოსწავლეზე ხარჯავს $12,500 (ევროპის საშუალო $9,500), ამერიკაში უფრო მეტი საჯარო ბიბლიოთეკაა (17,000) ვიდრე მაკდონალდსი და სტარბაქსი. მოსახლეობის 70% აქვს ბიბლიოთეკის ბარათი.

 

5. გლობალური სალოკაციო სისტემა იგივე ჯიპიესი (30მდე სატელიტის ერთობლივი სტრუქტურა), რომელზეც დაშენებულია სანავიგაციო სისტემები და უამრავი სხვა ბიზნესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ამერიკის მთავრობის საკუთრებაში და მართვაში. თეორიულად, მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია მისი გათიშვა. მიუხედავათ ამისა არავის არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ სისტემის საიმედოობა და უწყვეტობა - ასეთია ნდობა ამერიკის მთავრობის მიმართ.

 

6. ამერიკის თავდაცვის ხარჯები 2 ჯერ აღემატება ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის და საფრანგეთისას ერთად აღებულს. 3 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის ბიუჯეტი მთლიანად. მიუხედავად ამისა, ამერიკის ჯარი არასდროს დარჩენილა არცერთ ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობის გარეშე

 

7. ამერიკის სენატორს, როდესაც რამე არ მოსწონს, შეუძლია ასეთი ტიპის ‘განხილვა’ მოუწყოს ყველაზე ძლევამოსილი არმიის მეთაურს და თავდაცვის მდივანს, (ამ შემთხვევაში სიირის კონფლიქტის მიმართ ამერიკის პოლიტიკა) და ამას პირდაპირ ეთერში აშუქებს ნაციონალური ტელევიზია, ასეთია ხელისუფლების შტოთა ბალანსი და მედიის თავისუფლება ამ ქვყანაში

 

8. სწორად ამერიკის დახმარებით არის კონტინენტური ევროპა ისეთი როგორიც არის დღეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის (დამარცხებული მოწინააღმდეგის) და დასავლეთ ევროპის აღსადგენად შემუშავდა მარშალის გეგმა რომლითაც 1948–52 წლებში განხორციელდა 100 მილიარდიანი ინვესტიცია.

 

9. მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი (ამერიკის პრეზიდენტი) გადადგა უკანონო მოსმენების სკანდალის გამო, ამიტომ არის ამერიკა კანონის უზენაესობის სიმბოლო

 

10. ამერიკის გარდა, არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება ამდენი მაგალითი, როდესაც ქვეყანაში ენის ცოდნის გარეშე და უფულოდ ჩასული ადამიანი აღწევს წარმატების მწვერვალებს

 

11. კიდევ იმიტომ რომ ამ პოსტის დასაწერად დამჭირდა 20 წუთი და სიის გაგრძელება უსაშველოდ შეიძლება.

 

პ.ს. ჩაკ ნორისმაც კი ამერიკა აირჩია დაბადების ადგილად..."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !