
ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქზე" აქვეყნებს მეგობრების გარემოცვაში მყოფი ალასანიას წერილს, სადაც ის თავშეუკავებლად იცინის და ამ სიტუაციას სტატუსს უძღვნის. ნათია ფანჯიკიძე მეუღლეზე ხუმრობით ამბობს, რომ მან ემოციების კონტროლის უნარი დაკარგა.
„ჩემს უფროს დიშვილს ლაპარაკი ახალი დაწყებული ჰქონდა, წელიწადნახევარში ძმა რომ დააწიეს და მოახსენეს, შენი თანაბარი უფლებები აქვს, გიყვარდეს და გიხაროდესო. სიხარულის ნაცვლად გაოცებული გიოს გაკვირვება კულმინაციას აღწევდა, პატარა გუნდამ სიცილიც რომ ისწავლა. გიო დაამრგვალებდა გაოცებისგან თვალებს, მსუქან თითს გაიშვერდა და "აჩიკო ციცინის!" - გულწრფელი დრამატიზმით ახდენდა ფაქტის კონსტატაციას.
ეს ფოტო რომ დავინახე, "ირაკლი ციცინის!" - დამემართა. რა თავშეკავებული კაცი იყო, სამარკო ნიშანი ემოციის მართვა ჰქონდა. რაც დრო გადის, მოეშვა კბილანა, იცინის და იცინის, იცინის და იცინის, სორე თავშეკავება და მოთოკილობა?“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.