ივანიშვილი, ღარიბაშვილი, ნარმანია, ურთმელიძე... - მღვდელმონაზონმა ილიამ "ქართველი იუდები" ჩამოთვალა

Image

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე, ეხმიანება რა საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენებს, შეფასებებს "ფეისბუქზე" აკეთებს და წერს:

 

"წმიდა პატრიარქ კირიონ (საძაგლიშვილის), წმიდა პატრიარქ ამბროსი (ხელაიას), წმიდა ილია მართლის, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის, მიხეილ ჯავახიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, ტიციან ტაბიძის, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, შალვა ვარდიძის, ძმები ზუბალაშვილების, მიხეილ თამარაშვილის, პეტრე ხარისჭირაშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ცხოვრების მორალური უფლება არა აქვთ ბიძინა ივანიშვილს, გოგი თოფაძეს, რეზო ამაშუკელს, რობერტ სტურუას, ქეთი დოლიძეს, სტალინის ტროიკის მაგვარ ვითომ მოსამართლეს თამაზ ურთმელიძეს, გია ვოლსკის, ეკა ბესელიას, თეა წულუკიანს, თამაზ მეჭიაურს, ირაკლი ღარიბაშვილს, დავით ნარმანიას, კონსტანტინე იაკობიშვილს და კიდევ რა ჩამოსთვლის ქართველ წმიდანებსა და გმირებს და ქართველ იუდებს.. 

მე ყოველ ჩემს სიტყვაზე პასუხს ვაგებ ღვთისა და ერის წინაშე და არანაირად სინდისი არ მამხილებს ამ სტატუსის გამო, რეალურად შექმნილი პრობლემების, კერძოდ, დღევანდელი ქართული რეალობის, მოხსნილი სოციალური დახმარებების, გაძვირებული მედიკამენტების და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უკიდურესი სიდუხჭირის გამო.. დანარჩენზე დასკვნები თავად გააკეთეთ.. ღმერთმა უშველოს მჩაგვრელებსაც და ჩაგრულებსაც...

 

მჩაგვრელებს და მოძალადეებს სინანულს ვუსურვებ, ჩაგრულებს კი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და
ლამაზი, ბედნიერი საქართველოს მოქალაქეობას.. კმარა სიცრუეში ცხოვრება, რამეთუ წმიდა მამებს უთქვამთ, "ყოველი სიცრუე ბოროტისგანაა".. სიმართლე კი ნათელია და ჭეშმარიტებაა.. რა დღეში ვართ ხალხო??

 

ყოველი მესამე საქართველოს მოქალაქე მშიერია და ყოველი მესამე საქართველოს მოქალაქე მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი.. ასეთ დუხჭირ მდგომარეობაში მყოფნი ვართ და ამ დროს წულუკიანი და მეჭიაური უტიფრად ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ბოდიშს მოითხოვენ.. ბოდიშს მოითხოვე იმ სახელმწიფოსგან, რომლის კისერზეც მეოთხედი საუკუნეა ვზივართ და რომლის გრანტებსაც უტიფრად ჭამენ.. დანარჩენზე თავად იმსჯელეთ.." - წერს მამა ილია ვაშაკიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !