-
2015-11-07 01:04
შორენა შავერდაშვილი "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე პოზიციას "ფეისბუქზე" გამოთქვამს და წერს:
"სიტუაციის განსამუხტად, დვალი და ხალვაში ამბობენ, რომ არ შევლენ რუსთავი 2-ში იქამდე, ვიდრე არ დასრულდება სამართლებრივი პროცესი, და არც ერთ ეტაპზე არ გამოიყენებენ ძალას.
ასევე სთავაზობენ ამჟამინდელ მფლობელებს, მმართველობით საბჭოში გამოყონ თავისი წარმომადგენლებიც, გარდამავალ ეტაპზე. არ შეიძლება, იგივე პასუხისმგებლობის გრძნობით მოიქცეს რუსთავი 2-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, დირექტორობიდან გადადგეს გვარამია და მძევლად არ აიყვანოს ყველა იქ მომუშავე ადამიანი და თავად კომპანია? ეს ხომ განმუხტავდა პროცესს?"