
ჟურნალისტი ლევან ტაბიძე იხსენებს, როგორ მოვიდა რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანია "იმედში" და ორ თათბირზე განაცხადა, რომ ტელევიზიიდან არავის გაუშვებდა, თუმცა, 42 ადამიანი გაათავისუფლა.
"ისე უბრალოდ, ცნობისთვის. რევაზ საყევარიშვილი ის ადამიანია რომელმაც ორი თათბირი ჩაატარა იმედში და თქვა, რომ არცერთი ჟურნალისტი არ დატოვებდა იმედს.
მერე? მერე 42 თანამშრომელი გაანთავისუფლეს. მათ შორის ისინიც ვისაც ცხოვრებაში არცერთი პოლიტიკური სიუჟეტი არ გაუკეთებია.
P.S. თუმცა დიდ ნაწილს მაინც არ ქონია ილუზია რომ საყევარიშვილი თათბირზე სიმართლეს ამბობდა", - წერს ლევან ტაბიძე.