
"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც რუსული სპეცსამსახურების მიერ შექმნილ, ე.წ. უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სავარაუდოდ შემდგარი სატელეფონო ჩანაწერი.
ჩანაწერში, წიკლაურთან ერთად გივი თარგამაძეც ფიგურირებს, რომელიც ასევე, დაკითხვაზეა დაბარებული. ამასთან, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ამავე მიზეზით უკვე დაკითხეს ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია და სოფო ნიჟარაძე.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელდა ნუგზარ წიკლაურის ვაჟის, 16 წლის მათე წიკლაურის რეაქცია, როცა მას დედამ შეატყობინა, რომ მამამისი დაკითხვაზეა დაბარებული:
"მათეს ვურეკავ: დე, მამა კონტრდაზვერვაში დაუბარებიათ.
მათე: ჰოო? კიდევ კარგი, თორემ უხერხული იყო", - წერს "ფეისბუქზე" ელისო ნიჟარაძე.