-
2015-04-23 23:13
„ფეისბუქზე“ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა პაატა საბელაშვილის მიერ დაწერილმა გზავნილმა, რომელსაც, ავტორის თქმით, კონკრეტული ადრესატები ჰყავს: ისინი, ვინც ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის სასჯელი თითქოს შეამსუბუქა.
შეგახსენებთ, მზადაა კანონპროექტი, სადაც ერთმანეთისგან იმიჯნება ნარკოტიკების მოხმარება პირადი დანიშნულებით და მისი გავრცელება, ასვე, შემსუბუქებულია ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაწესებული მაქსიმალური სასჯელი: 11 წელი და ის დაყვანილია 6 წლამდე.
მიუხედავად სტატუსის არაკორექტულობისა, „აფხაზეთის ხმა“ მას ცენზურის დაცვით მაინც აქვეყნებს:
„ნუ მიჭერ.
ნუ მიჭერ ხელს.
ნუ მიჭერ ხელს ყელზე.
ნუ მკიდებ ხელს *ლეზე.
ნუ მაფსმევინებ.
ნუ მა*მევინებ - გაგა*მევინებ!
ნუ შეჭამ ცხვარს. ნუ მოკლავ ცხვარს.
ცხვარი კარგია, ცხვარი ბალახს ჭამს.
ნუ მასამართლებ შენ, ფხიზელო, ცხვრის სუნით გაჟღენთილო მოსამართლევ,
მე - არაფხიზელ, შარდისსუნიან ნასამართლევს.
ნუ უყიდი სათამაშოს შენ შვილს ფულით, რომელიც ჩემ შვილს წაართვი.
იმ სათამაშოს შარდის სუნი აქვს.
ჩემი და ჩემი და-ძმების შარდის სუნი აქვს.
როგორ არ მოვფსა, როდესაც ჩემ ქვეყანას ასე სწყურია ჩემი შარდი?
ჩემი შარდი ოქროა აუწონავი. America runs in Dunkin's, Georgia runs on urine
როგორ ვუთხრა ჩემ ლამაზ ქვეყანას შარდზე უარი, როდესაც მან ამდენი ომი, გაჭირვება და უბედურება მაჩუქა?
როგორ დავიძინო მშვიდად, როდესაც ვიცი, რომ საწყალი პოლიციელი ჩემ შარდს ელოდება?
რა ვუთხრა შვილებს, რომლებსაც სათამაშო წაართვეს და წაუღეს პოლიციელის შვილებს?
პოლიციელების შვილებს რა ვუთხრა?
მერიდება, როდესაც ისინი ჩემ შარდში ამოვლებული სათამაშოებით თამაშობენ.
ნუ მოკლავ ცხვარს, დათესე ბალახი.
დათესე ბალახი იმდენი, რომ დაფაროს მიწა, წყალი და ღრუბლები.
ბალახი კარგია, ბალახი ღმერთმა შექმნა.
ყაყაჩოც კარგია. ისიც ღმერთმა შექმნა.
ცხვარიც კარგია.
ნუ მოკლავ ცხვარს,
ნუ დაწვავ ბალახს,
ნუ მოსპობ ყაყაჩოს.
და ის დრო, როდესაც ბალახი, ყაყაჩო და ნაყროვანების ცოდვას გადარჩენილი ვერშეწირული ცხვრები მოედებიან ქვეყანას მოვა მალე. ძალიან მალე.
განკითხვის ჟამს ჩემი შვილები მკითხავენ: "სად იყავი მაშინ?"
მე ვეტყვი: "შვილო, მე ვფსამდი."
თქვენი შვილები გკითხავენ თქვენ: "მამა, დედა, სად იყავით მაშინ?"
თქვენ ეტყვით: "ჩვენ? ჩვენ მოგვკლეს..."
თქვენი შვილები გეტყვიან: "მაშინ ძაღლი მიგაკვდეთ სულში..."
მე კი, როდესაც ასე მომენატრება მოფსმა, თავს მოვიკლავ, რადგან აღარავინ იქნება, ვისაც ჩემი შარდი ასე ძალიან უნდა...“