განო მელითაური თანადგომის მსურველებს მადლობას უხდის და სთხოვს, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შეწყვიტონ

Image

მოსკოვში გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ თანხის ჩარიცხვა მის ანგარიშზე, რაც დახმარების მიზნით კეთდება, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

 

განო მელითაური წერს, რომ "ფეისბუქზე" მისი ანგარიშის ნომერი მისგან უნებართვოდ გამოქვეყნდა და მადლობას უხდის ყველას, ვინც თანხა გადმორიცხა, თუმცა, მოუწოდფებს, რომ გადმორიცხვები შეწყვიტონ და მასზე უფრო გაჭირვებულებს დაეხმარონ.

 

"მართლა უკანასკნელ ძალას ვიკრებ, რომ ეს სიტყვები თქვენამდე მოვიტანო! გამიხარდება, თუ ბოლომდე ჩაიკითხავთ და პოზაში არ ჩამომართმევთ! 

 

ჩემი და კოტეს არაჩვეულებრივი მეგობრების კეთილი სურვილებისა და ინიციატივების შედეგად მომივიდა ხმები, რომ აქ გავრცელდა ჩემი ანგარიშის ნომერი. დილიდან მომდის სმს-ები "თქვენ ჩაგერიცხათ "ენ" თანხა". თუ ოდნავ მაინც გული შეგტკივათ ჩემს სიტუაციაზე, ფიზიკურ პირებს გეხებათ განსაკუთრებით, გთხოვთ შეწყვიტოთ თანხების გადმორიცხვა, რადგან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ!

 

გასაგებია ჩვენი ფინანსური პრობლემები, ბინის სესხი და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ, ჩემო მეგობრებო, უცნობებო, ნაცნობებო, საერთოდ არ ხართ ვალდებულები თუნდაც ის 5 ლარი მოიკლოთ. მართლა მთელი არსებით ვაფასებ თქვენს თანადგომას, გაღებას და გულისტკივილს, თუმცა იგივე თანხები სხვა ჩემზე გაჭირვებულ თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს შეგვიძლია გადავურიცხოთ.

 

მე მართლა მაქვს იმედი, რომ გამოჩნდებიან კომპანიები, განსაკუთრებით ბანკი, რომლის სესხიც მაქვს ამჟამად, ისინი თითოეულ თქვენგანზე მეტად არიან ფინანსურად მყარად და შეუძლიათ ჩემი ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოყვანა. 

 

უღრმესი მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პირველმა გამოიჩინა ინიციატივა და ამხელა თანადგომა გამომიცხადა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მან ჩემი პირველი ფილმის პროექტიც დააფინანსა. 

 

უღრმესი მადლობა ბატონ დავით ნარმანიას და თბილისის მერიას, ასევე კულტურის სამინისტროს. მიყვარხართ ყველანი ძალიან და ბოდიშით, თუ ამ აურაცხელ წერილებს ვერ ვპასუხობ.

 

არ განვეკუთვნებით არც მე და არც კოტე იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც ხალხის ამხელა სიყვარული გააღიზიანებს.

 

ამ საშინელ წუთებშიც კი, მინდა იცოდეთ - მე ვიგრძენი თითოეული თქვენგანის თანამონაწილეობა, გულწრფელობა და დადებითი ემოცია, რომელიც ვერ გადამარჩენს, მაგრამ გადამაგორებინებს იმ აუტანელ პერიოდს, სანამ უზენაესი გადაწყვიტავს, კოტეს სამუდამოდ შემახვედროს!", - წერს განო მელითაური. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !