
ირინა სარიშვილი "ფეისბუქზე" ეხმიანება ივანიშვილ-მარგველაშვილ-ღარიბაშვილის დაპირისპირებას და წერს, რომ დღე არ გავა, ქოცებს "რაიმე საოცრება არ აღმოხდეთ".
"ვახ! დღეს არ აგდებენ ქოცები რა, რამე ახალი საოცრება რო არ აღმოხდეთ!
ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მოუწოდა მარგველაშვილს, დაეტოვებინა შენობა, დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, არავითარი ზეწოლა მე არ გამიკეთებიაო, მე მარტო განცხადება გავაკეთეო!
რაღა ვქნა...
ამას ზეწოლა ზევიდან დაწოლა გონია მგონი, და სულ დავიღუპეთ!
მიდი, მარგველ, არ შეშინდე, მაგრად დადექი!
მარტო განცხადებაო, მეტი არაფელიოო...
სტატუსი იმედიანია", - წერს ირინა სარიშვილი.