-
2015-04-21 01:11
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დალი გვენცაძე ექსპრემიერმინისტრსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "2030" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, ირონიულად უხდის მადლობას და ქართთულის უფასოდ სწავლას სთავაზობს.
"ბატონო ბიძინა, გმადლობთ, რომ თვალი ამიხილეთ. ახლაღა მივხვდი, რომ ჩემი მედიკამენტების(რომლებსაც აგერ უკვე ორწელიწადნახევარია ვყიდულობ) გაძვირება, როგორც ჩანს, ენდორფინდეფიციტით გამოწვეული ილუზია ყოფილა და,რეალურად, თურმე არც არაფერი გაძვირებულა.
ეს მე, მე დავიჯერე, რომ მეტს ვიხდიდი.
რაც მთავარია, მადლობა თქვენ ჩემი და კოლეგების სახელით იმისათვის, რომ ყველაზე მთავარს მიგვახვედრეთ, 24-საათიანი მუშაობის მიუხედავად, თურმე თავს და ბოლოს ერთმანეთს იმიტომ ვერ ვაბამდით, რომ ,როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენი მასწავლებლობით მიღებული მთელი შემოსავლის ნაწილს მუთაქებში ვტენიდით, ნაწილით კი ანაბრები გავხსენით ევროში.
არადა, спросили бы у рабиновича-დაგვექირავებინა ერთი კაი მარკშეიდერი-ბანკირი. აბა, რა დააბინავებს ჩვენს შემოსავალს კონსულტანტის გარეშე.
სანაცვლოდ, გთხოვთ მომცეთ უფლება, უფასოდ გასწავლოთ ქართული, თორემ ვასიკო მაღლაფერიძე გიმალავთ ეტყობა, უხერხულია საკუთარ გადაცემაში ამ ენით საუბარი (რაც ხდება შიგნით და გარეთ. არაფერი ცუდი არ ხდება. ეს ფასებზე არ გადართულა.თავშივე ვთქვი,ვერ მოვიდა მთლიანად შეწყობაში... მაღლა სწევს იმ საკითხებს და ა.შ).
ცუდი არაფერი იფიქროთ.
დამავიწყდა მეთქვა, რომ მიშისტი მაშინაც არ ვყოფილვარ, თქვენ რომ იყავით, უბრალოდ, ქართულმა და თქვენი წყალობით საკუთარი პრობლემის აღმოჩენამ გამათამამა..."