
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ვაშაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ახლადშეძენილი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს - გიორგი ქალიშვილის მამა გახდა.
მშობლებმა გოგონას ანასტასია დაარქვეს. გიორგი ვაშაძე მესამე შვილის მამა გახდა - მას ორი ვაჟიშვილი ჰყავს. "აფხაზეთის ხმა" ულოცავს ქეთევანსა და გიორგის ქალიშვილის შეძენას.