დავით თევზაძე: „3 დეკემბერს უცაბედად ნასროლი ტყვია წამართმევს გიორგის“

Image

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში  ტრაგიკულად დაღუპული ვაჟის შესახებ წერს, რომლის თაობაზეც დიდხანს დუმდა.

 

 

„აგვისტოს დასაწყისი, 1993. ამ დღეს, როდესაც სურათია გადაღებული.

 

როგორც აღმოჩნდა, ბედნიერების მწვერვალზე ვყოფილვარ. ხელში გიორგი მყავდა, ორი წლის, რომელიც პირველად მეჭირა იმ წელს.

 

ახალი დაზავებულები ვიყავით აფხაზებთან და მშვიდობაც ისე ახლო ჩანდა, რომ ფორმა გავიხადე.

 

მერე, სულ მალე, დაიწყება დაპირისპირება ცხენის წყალთან, შტურმი სოხუმზე, გრძელი, ძალიან გრძელი გზა შინისაკენ, უღელტეხილები, ხევები, ტყეები, მიტოვებული და გადამწვარი სახლები...

 

საკუთარ სახლს ნოემბრის 28-ში მივაგნებ მხოლოდ. 3 დეკემბერს კი უცაბედად ნასროლი ტყვია წამართმევს გიორგის.

 

თუმცა მაშინ, 93-ის აგვისტოში, ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი და ბედნიერზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს.

 

ზეგ, 2014 წლის 3 დეკემბერს 21 წელი შესრულდება, რაც გიორგი მენატრება ასაყვანად და მიუხედავად სიხარულებისა, რომელიც მერეც მქონია, ვიცი რომ ბედნიერების იმ ერთი წამისათვის მიცხოვრია, როდესაც მე და გიორგი სურათს ვიღებდით 1993-ში", - წერს დავით თევზაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !