
ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს ავრცელებს რუბლის ვარდნასთან დაკავშირებით.
პუტინის ლოგიკა ასეთია: თუ ადრე რუსეთი 1 დოლარის ღირებულების პროდუქციას საზღვარგარეთ 32 რუბლად ყიდდა, ახლა მას 45 რუბლად ყიდის.
„ვისაც ჰგონია, რომ ეს კაცი ბოდავს, ძალიან ცდება. ეს „ბოდვა“ რუს „ქოცებზეა“ გათვლილი. აქ რუსული პრინციპი „быдло всё схавает“ მუშაობს. მუშაობს და ძალიან კარგადაც. თქვენ გგონიათ ტვინგამორეცხილი „ქოცი“ იქ ცოტა ყავთ? გარდა ამისა, ეს კაცი სათავისოდ სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებს.
წლის ბოლოს რუსეთის ბიუჯეტს არავითარი პრობლემა არ შეექმნება დაფაროს საბიუჯეტო ხარჯები. იმ პენსიონერებმა იკითხონ, ამ ფულით უკვე ვეღარაფერს რომ იყიდიან,“ - წერს მამუკა გამყრელიძე.