ნათია ფანჯიკიძე: „მე და ბიძინას ჩვენი უხილავი ურთიერთობა გვაქვს“

Image

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და მეუღლის გადადგომასთან დაკავშირებით ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა შინაარსის სტატუსებს.

 

 

მან ბოლო იუმორით გაჯერებული სტატუსი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა: „სანამ პროკურორებამდე მივა საქმე, როგორც წესია, ჯერ თქვენ უნდა მოგახსენოთ ბატონო ბიძინა - ჯონ ლენონს დავით საგანელიძემ ესროლა, ჩემი თვალით დავინახე! ირაკლი მოშორებით იყო ამ დროს, უბრალოდ შეესწრო.

 

საგანელიძე რომ გაიქცა, კამერამ ირაკლი დააფიქსირა, პულსის გასასინჯად რომ მივარდა ჯონს, იმ დროს.“

 

ნათია ფანჯიკიძეს კეთილისმსურველებმა კეთილი რჩევები მაშინვე მისცეს: ბიძინამ გულში ჩახვევა იცის და საქმეს კიდევ უფრო უარესად ნუ იფუჭებო.

 

„კი მაგრამ... ხომ ვიკითხე ნებართვა, თავს თუ გამიჭეჭყავენ, ხელის აფარების უფლება მაქვს თუ არა-მეთქი... თითქოს მომეჩვენა, რომ კიო, გაქვსო, მიპასუხა ხალხმა. თანაც უნდა დავაზუსტო, - ბატონი ბიძინა არ გამიქილიკებია, მას უბრალოდ სწორი რამ მივანიშნე, - მხოლოდ ახლობელი რომ გეტყვის, ისეთი და ამიტომაც გაიზიარა. ხომ ხედავთ, ბოლო დღეებია დამატებითი ტალახის გუნდები შეჩერებულია. რომ მძულებოდა, ხომ არ მივწერდი?

 

ტალახების უღირსმა სროლამ ბევრად უკეთ წარმოაჩინა პირადი და პოლიტიკური დევნა და ირაკლის განადგურების სურვილი და ძალიანაც მომგებიანი იყო ეს ირაკლისთვის, რომელსაც ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარს. უყვარს როცა სხვა გამოხატავს თავის თავს და ამით ხდება ნათელი ბევრი რამ. როგორც ბალანსის და ჰარმონიის დედამ, სწორი და დროული სიტყვით, ბატონი ბიძინას იმიჯი გადავარჩინე.

 

სიმართლე თუ გნებავთ, ესაა. ნუ ღელავთ... იცის ბატონმა ბიძინამ, რომ ანგელოზები მისმენენ და ისიც იცის, რომ მკურნალი ვარ. ჩვენ ჩვენი უხილავი ურთიერთობა გვაქვს,“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !