-
2014-11-26 12:03
როგორ ამოვიცნოთ ადამიანები, რომლებიც მომავალი თაობის მტრები არიან?!- გრიგოლ ვაშაძე ,,ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს.
,,თუ რომელიმე ბიოლოგიურად მარტივი ორგანიზმი გიმეორებთ, რომ: პროდასავლურ კურსზე, ევროკავშირზე და NATO-ზე უარის თქმის;
საქართველოს კონსტიტუციაში ჩვენი სახელმწიფოს ნეიტრალური სტატუსის შეტანის; ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთთან ერთობლივი "ანტიტერორისტული" ცენტრის შექმნის; საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის ამოქმედების და საქართველოს გავლით მოსკოვი-ერევანის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის; ავარო-კახეთის გზის გახსნის;
რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმებთან საერთაშორისო კომპონენტის და დამკვირვებლების გარეშე ,,პირდაპირი დიალოგის" დაწყების; ენერგომატარებლების დამოუკიდებელ სატრანზიტო პოლიტიკაზე უარის თქმის; და ასე შემდეგ (ანუ რუსეთის პრეტენზიების არასრულ სიას გამოგიგორებთ!) შემთხვევაში ოკუპანტი სახელმწიფო ,,ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას" დაიწყებს, ის ორგანიზმი ფანჯრიდან გადააგდეთ, იმიტომ რომ ჩვენი შვილების მომავალს მასზე დიდი მტერი არ ჰყავს,“- წერს ვაშაძე.