-
2014-11-18 16:35
„იმედის კვირამ“ ტრანსგენდერ ბექა ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულის პირველი კომენტარი და გარდაცვლილის დაკრძალვის კადრები აჩვენა.
აღნიშნულს კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია „ფეისბუქიდან“ გამოეხმაურა.
„არ მინდოდა ყურება („იმედს“ იშვიათად ვუყურებ ისედაც), მაგრამ სტუმრად ვიყავი და ჩართეს. შთაბეჭდილება:
1. ტრანსგენდერი გოგო იყო ყველაზე ლამაზი სტუდიაში.
2. ორ მამაკაცს (ერთის გვარია მგონი ხუჯაძე) არაერთხელ წამოცდა სიტყვა „მეჩალიჩებიან“. გამოდის, რომ „ჩალიჩის“ შიში ბადებს ქალზე ძალადობას და ჰომოფობიას?... ანუ იმის შიში, რომ „მამაკაცობას“ დაკარგავენ? (ქალიშვილობის დაკარგვის ამბავში).
3. „ძალადობას ვგმობ, მაგრამ...“ - ეს წინადადება ახალი ჰომოფობური დისკურსის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ხდება საქართველოში.
წამყვანებზე ცუდს ვერ ვიტყვი. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს პირადად შალვა რამიშვილის მიმართ, ნამდვილად ვიცი, რომ შალვა ჰომოფობი არაა (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ „კიდია“), მაგრამ როცა გადაცემაში აწყობ ცირკს, წამყვანმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი ცირკებით კარგი საქმეც კი ფუჭდება. ყოველ შემთხვევაში პრობლემა ვერ წყდება", - წერს გვახარია სოციალურ ქსელში.