
უკრაინის სასაზღვრო რაზმმა, რომელიც მონაკვეთზე პატრულირებდა, ამბროსიევსკოეს რაიონში, ლისიჩიეს დასახლებულ პუნქტთან რუსი ტერორისტების კოლონა აღმოაჩინეს, რომელიც სასაზღვრო პუნქტ „უსპენკას“ მიმართულებით გადაადგილდებოდა.
როგორც უკრაინის ნაციონალური უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნატქვამი, რაზმმა ნაცგვარდიის შენაერთებთან და მოხალისებთან ერთად შეუტია კოლონას, რომელიც დაახლოებით კილომეტრნახევრის მანძილზე იყო გადაჭიმული და მასში ორი ჯავშანტრანსპორტიორი, „ურალები“, „კამაზები“, დაჯავშნული მიკროავტობუსები და მსუბუქი ავტომობილები შედიოდა.
უკრაინელთა გაერთიანებულმა ძალებმა კოლონას მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც 20 ერთეული საბრძოლო ტექნიკა განადგურდა, ხოლო 26 ტერორისტი დაიღუპა. ისინი რუსი და ჩეჩენი ეროვნების მებრძოლები აღმოჩნდნენ.
ამ შეტაკების პარალელურად, უკრაინის ნაცგვარდიამ ცეცხლი გაუხსნა ტერორისტთა კოლონას უსპენკა-ლისიჩიე-კალინოვოს მიმართულების გზაზე, სოფელ ლისიჩიედან 800 მეტრის მანძილზე.