
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ ილოვაისკის ოპერაციის ჩავარდნაში დიდი როლი ორი დანაყოფის ხელმძღვანელობის თვითნებობამ ითამაშა.
უკრაინის პირველი პირის განცხადებით, ორმა დანაყოფმა თვითნებურად დატოვა ბრძოლის ხაზი, რითაც რთულ მდგომარეობაში ჩააგდო დანარჩენი მებრძოლები და საერთო ჯამში, ილოვაისკის ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვია. პოროშენკო აცხადებს, რომ სახელმწიფო გადამჭრელ ქმედებებს მიმართავს, რათა ღალატის ფაქტები არ დაუშვას და ძირშივე აღკვეთოს.