ეთნიკური რუსები ოკუპირებულ აფხაზეთში თავს მეორეხარისხოვან ადამიანებად გრძნობენ

Image

უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვის გაუქმება დღის წესრიგში დგას არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერტიკალის წინაშეც. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები და იქ ჩასული ეთნიკური რუსები სულ უფრო და უფრო ხშირად ჩივიან, რომ მათი უფლებები ირღვევა და რომ რუსებს აფხაზეთში მეორეხარისხოვან ადამიანებად აღიქვამენ. 

 

რასაკვირველია, „დიდი მეზობელი“ ამ იგნორირებას ვერ ურიგდება და რუსულ პრესაში ბოლო დროს გახშირდა მწვავე სტატიები იმის ტაობაზე, რომ აფხაზეთში რუსი ტურისტები უგზო-უკვლოდ იკარგებიან, რომ მათზეც და ბიზნესმენებზეც გახშირდა ტავდასხმები ძარცვის მიზნით, რომ აფხაზეთში გამგზავრება არაა უსაფრთხო და იქ კომფორტზე ლაპარაკი საერთოდაც ზედმეტია.

 

ხაზგასასმელია ისიც, რომ ბლოგერებთან ერთად, მწვავე გამოხმაურებებს უკვე არც კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები ერიდებიან. ოკუპირებული აფხაზეთის ტავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ის ფული, რომელსაც კრემლი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას უგზავნის და თავის თავსაც ამადლის: რუსულ მედიაში ხშირად წაიკითხავთ რიტორიკულ შეკითხვას: სად იქნებოდა ახლა ან იქნებოდა თუ არა საერთოდ, აფხაზეთი, რომ არა რუსეთის მხარში ამოდგომა, აღიარება და დაფინანსება...

 

შეხსენებად ღირს ისიც, რომ ბევრ ეთნიკურ რუსს აფხაზეთში საცხოვრებელი ფართი, უბრალოდ, წაართვეს - მოკვლის მუქარით. ზოგი მართლაც მოკლეს კვადრატული მეტრების გამო. ვინც გადარჩა, ახლა სასამართლოს გზით დაობს ქონების დასაბრუნებლად. ბოლო დროს ასეთი მოსარჩელეებიდან მხოლოდ ოცს გაუღიმა, რაც ძალიან უმნიშვნელო რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბინის გარეშე დარჩა ათასობით ეთნიკური რუსი და რუსულენოვანი მოსახლეობის ნაწილი.

 

უძრავი ქონების, ძირითადად, მიწისა და საცხოვრებელი ფართის გაყიდვის აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე კარგა ხნის წინ შემოიღეს: წინა ხელისუფლება შიშობდა, რომ აფხაზეთი აივსება ფულიანი „ახალი რუსებით“, რომლებიც იქ ადგილს დაიმკვიდრებენ და აფხაზები მათში აითქვიფებიან, დაკარგავენ რა ენას (რომელზეც ისინი ისედაც თითქმის არ საუბრობენ) და კულტურას (რუსული მედიის ნაწილის აზრით, „კულტურა“ არ შეიძლება ჰქონდეს ეთნოსს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მონებით ვაჭრობდა), ხოლო ამის შემდეგ აფხაზეთი რუსეთის ერთერთი რიგითი გუბერნია გახდება...

 

სწორედ ამიტომ, სხვა არასასიამოვნო მომენტების გარდა, რუსებს აფხაზეთში სრულფასოვანი ბიზნესის წარმოების საშუალება არა აქვთ და რუსული ბიზნესი ოკუპირებულ აფხაზეთში კი არის, მაგრამ მხოლოდ აფხაზი  შუამავლების მეშვეობით, რაც „ლევი“ კანტორებს გულისხმობს. ასეთი მოცემულობის ფონზე რიგით რუს ბიზნესმენს ისღა დარჩენია, „საუკუნო მეგობობის“ შესახებ ფიცს დასჯერდეს და მიმნდობი ხასიათი გამოავლინოს, თუმცა, შესაძლებელია, ერთ საათში დაკარგოს ბიზნესი, კაპიტალდაბანდება და თავიც კი...

 

გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლმა ფსონი რაულ ხაჯიმბაზე დადო და თვალი დახუჭა მის მიერ არაერთხელ გამოვლენილ რუსოფობიასა და აგრესიულ ნაციონალიზმზე. ამას ტავისი მიზეზი ჰქონდა: ხაჯიმბა კრემლს დაჰპირდა, რომ უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის შეზღუდვას მოხსნიდა და მოაგვარებდა აფხაზეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის მოქალაქეობის საკითხსაც.

 

კაცმა რომ თქვას, ხაჯიმბამ მართლაც, შეასრულა პირობა: მან საჯაროდ გამოთქვა აზრი უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის შეზღუდვის მოხსნაზე, რითაც ნამდვილი პანიკა გამოიწვია აფხაზებში. ახლა სოხუმში ხშირად გაიგონებთ საყვედურს და „რუსული ექსპანსიის ნეგატიურ შედეგებზე“ წუწუნს და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სოხუმში სულ უფრო მეტი ადამიანი უწოდებს რუსებს ოკუპანტებს.

 

ისინი, ვინც შეზღუდვის მოხსნას ეწინააღმდეგებიან, ნაირგვარ არგუმენტებს იშველიებენ: ამბობენ, რომ დაიწყება ტოტალური რუსიფიკაცია; რომ სამხედროები აქ ჩამოიყვანენ თავიანთი ოჯახის წევრებს და დარჩებიან სამუდამოდ; „რუსი მდიდრუკები“ იყიდიან ყველაფერ პრესტიჟულს: სანაპიროებს, სოხუმის ცენტრს, სხვა ელიტურ ტერიტორიას, აფხაზებს აიძულებენ, გადავიდნენ პერიფერიებში და ამას ვერაფერს დაუპირისპირებენ. და კიდევ: თუკი უცხოელები მიიღებენ უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი ქონება აფხაზეთში, ფასები აიწევს და ადგილობრივი მოსახლეობა მას ვერ შესწვდება.

 

არადა, აფხაზეთში უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ მოწყვლადია: ქართველთა განდევნის შემდეგ (მათ რუსულენოვანი მოსახლეობაც მიჰყვა, რადგან 1989 წლის შემდეგ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური რუსების რაოდენობა სამჯერ და მეტად შემცირდა), აფხაზთა უმრავლესობამ დაიტაცა მათი საცხოვრებელი ადგილები - სახლები, მიწის ნაკვეთები, ჭურჭელი და თეთრეულიც კი... სხვათა შორის, აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადებებში, მაგალითად, როცა სახლი იყიდება, განცხადების ტექსტში მითითებულია ხოლმე: „ომამდელი მფლობელი“ ან „ტროფეი (ომის დროს გამარჯვებულებს დარჩენილი ალაფი, ნადავლი, - რედ.) არ არის“.

 

დღეს აფხაზეთის ე.წ. ოფიციალურ მედიაში ხშირად წერენ, რომ უცხოელებისთვის აფხაზეთის უძრავი ქონების ბაზრის გახსნა გააძლიერებს აფხაზეთის საინვესტიციო მიმზიდველობას და გააუმჯობესებს ეკონომიკურ სიტუაციას ნახევრად დანგრეულ რეგიონში, რომელიც მთლიანად რუსულ ფინანსურ გულმოწყალებაზე დამოკიდებული. მათ, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგებიან, უხსნიან, რომ ეს არაა საშიში და რომ საცხოვრებელი ბაზარი, შესაძლოა, მხოლოდ ნაწილობრივ გახსნან: პირველადი ობიექტების დონეზე და ზონალობის პრინციპით.

 

მაგრამ სწორედ აქ იბადება შეკითხვა: რატომ უნდა მოუნდეთ უცხოელებს სახლების აშენება არა ზღვასთან ახლოს, არამედ სოხუმის გარეუბნებში, სადაც ანტისანიტარია მეფობს და ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ არსებობს? „იმ სოხუმისა, რომელიც მუდამ იყო რუსული სტილის ქალაქი და რომელიც თავად აფხაზებმა დაანგრიეს“, - ამ ფორმულირებას იყენებენ რუსი ჟურნალისტები.

 

ისინი სვამენ კიდევ ერთ შეკითხვას: რატომ უნდა ააშენონ უცხოელებმა სოხუმში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, მათი 10-12%-ის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის პირობით?

 

„მთელი ეს უაზრო ლაყბობა მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ რაულ ხაჯიმბამ, რომელიც, სინამდვილეში, არც არასდროს იყო მზად, რუსეთის შემხვედრი ნაბიჯები გადაედგა, კრემლი კიდევ ერთხელ მოატყუა.

 

რუსი ბლოგერების, ანალიტიკოსებისა და ექსპერტების აზრით, თუ დაიშვება უცხოელებზე უძრავი ქონების გასხვისების შესაძლებლობა, ეს ხელს შეუწყობს რუსებისთვის აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის მიღებას. ეს დიდი წინააღმდეგობას გამოიწვევს ტავად აფხაზეთში მცხოვრებლების მხრიდან. დაახლოებით ისეთს, როგორიც მოჰყვა სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, იმის მიუხედავად, რომ რუსული მედიის აზრით, ამ შეთანხმებით აფხაზეთმა მიიღო ბევრად მეტი (ადგილობრივებისთვის მინიჭებული რუსეთის მოქალაქეობა), ვიდრე რუსეთმა.

 

მოგვიანებით აფხაზეთში ერთიანი ფრონტით შეუტიეს რუსულ-აფხაზური სამართალდამცველი ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის იდეას. პროტესტის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ რუს სამართალდამცველებს ეძლეოდათ უფლება, ოპერატიული-სამძებრო სამუშაოები ჩაეტარებინათ აფხაზეთის ტერიტორიაზე და, ფაქტობრივად, იგივე უფლებებით ყოფილიყვნენ აღჭურვილნი, რითაც ე.წ. აფხაზეთის შსს-ს პოლიციელები არიან. ეს აფხაზურმა მედიამ და საზოგადოებამ „სუვერენიტეტის ხელყოფად“ აღიქვა, ხოლო რუსმა ექსპერტებმა და მედიამ „ვერ გაიგეს“, თუკი დანაშაულთან ბრძოლა „სუვერენიტეტის ხელყოფაა“, რუსი ტურისტების ძარცვა და მათი გაუჩინარების შემდგომ დაწყებული გამოძიებები რატომ არ არის რუსი ტურისტების უფლებების შეზღუდვა...

 

„რა საჭირონი არიან აქ სხვა ქვეყნის პოლიციური ძალები?“, - აღშფოთებას ვერ მალავს ჟურნალისტი ვიტალი შარია. – „ნუთუ არ შეიძლება სხვა ვარიანტის განხილვა, როცა რუსები აქ გამოაგზავნიან სპეცრაზმელებს, რათა მათ აფხაზეთის პოლიციელებთან ერთად აკონტროლონ სიტუაცია და თან აფხაზები მოამზადონ? ეს რუსი პოლიციელები აქ დროებით უნდა მუშაობდნენ, მათი როტაცია უნდა ხდებოდეს. მათ ორივე მხარე უნდა აკონტროლებდეს“.

 

შარიას ამ ციტატას რუსი მედიაექსპერტების კრიტიკა მოჰყვა. მათ პირდაპირ და მოურიდებლად შეახსენეს ჟურნალისტს, რომ მის რეგიონში აფხაზი მილიციელები თუ რაიმეს „კრიშავენ“, ეს სწორედ კონტრაბანდა და „აფხაზური დამოუკიდებლობის სხვა ხიბლია“.

 

რუსულ მედიაში კონკრეტული მონაცემებიც მოჰყავთ და ერთგვარი სიამაყით აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი 2008 წლიდან იღებს რუსეთისგან დოტაციას.

 

მაგალითად, 2009 წელს აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ბიუჯეტი შეადგენდა 3, 8 მილიარდ რუბლს და აქედან 2, 3 რუბლი რუსული დოტაცია იყო. წლების განმავლობაში ეს დოტაცია იზრდებოდა და 2014 წელს 5 მილიარდ რუბლს მიაღწია.

 

სოჭში მცხოვრებმა ბლოგერმა იგორ ვალოვმა გამოაქვეყნა ფოტორეპორტაჟი და ნარკვევი „ცუდი აფხაზეთი“ იმის შესახებ, როგორ გამოიყურება დღეს სოხუმი:

 

„სოხუმის ვაგზალი საზოგადოებრივ ტუალეტადაა ქცეული - ირგვლი ყვლეფერი ყარს, შენობაში კი ყველგან მოსაქმებულია. გზა, რომელსაც ქვეყნის ცენტრალურ ვაგზლამდე მივყავართ, შოკისმომგვრელია. ასეთი შენობებია ქალაქის თითქმის ყველა ნაწილში. სოხუმი სანახევროდ მიტოვებულია: ირგვლივ ცარიელი სახლებია, ჩამსხვრეული ფანჯრებით. ტროტუარები საერთოდაც არაა, აქ ფეხსაც ადვილად მოიტეხავ“, - წერს ვალოვი. ის მიუთითებს, რომ ქალაქის ქუჩებში ყველგან ნაგავი ყრია და ამას ორიგინალურად ხსნის: „აფხაზები, გამონაკლისების გარდა, არასდროს ცხოვრობდნენ ქალაქებში და ახლა, როცა შემთხვევით გახდნენ ქალაქელები, ვერ ეგუებიან სანაგვე ურნებს: შეუძლიათ მათ გვერდი აუარონ და ნაგავი პირდაპი ქუჩებში ან ეზოში დაყარონ...“.

 

აკეთებს თუ არა რამეს რაულ ჯუმკოს ძე იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს? ცხადია, არაფერს. წლეულს რუსეთის კონტროლის პალატამ გამოავლინა რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხის მიზნობრივ ხარჯვაში არსებული უხეში დარღვევები, რამაც, საერთო ჯამში, 1,6 მილიარდი რუბლი შეადგინა.

 

„გამოდის, რუსეთი ინახავს აფხაზეთში ხაჯიმბას კრიმინალურ-რუსოფობიურ რეჟიმს და ამ დროს, რუსებს იქ არა აქვთ არანაირი უფლებები, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათ აქვთ უფლება, მოკვდნენ აფხაზეთში კრიმინალების ხელით, ან უფლება, გამოკვებონ მათი არაკეთილისმსურველი აფხაზები, რომლებიც თითქმის ღიად აფურთხებენ მათ სახეში“, - წერს ერთერთი რუსი ჟურნალისტი, რომელიც პუტინს ურჩევს, სასწრაფოდ კიხედოს პრობლემას. თუ ამ ჟურნალისტის რჩევას დაუჯერა, ჩვენ კი ვიცით, როგორი „მიხედვა“ იცის პუტინმა...

 

გაზეთი "ქრონიკა+"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !