2011 წელს რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის მშობლების მიმართვა ხელისუფლებისადმი

Image

2011 წელს რუსთაველის გამზირზე მოკლული ზურა ტარყაშვილის მშობლები პრემიერმინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ.

 

„აფხაზეთის ხმა“ უცვლელად გთავაზობთ ზურა ტარყაშვილის მშობლების მიმართვას:

 

„საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს შს მინისტრს, ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს

საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ გიორგი ბადაშვილს,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

 

მ ი მ ა რ თ ვ ა

 

მოგახსენებთ რომ 2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, ჩემი 23 წლის შვილი, ზურა ტარყაშვილი მოკლა 5-მა კრიმინალმა.

 

მინდია გოგოჭურმა,

დავით რუსიშვილმა,

დავით ჯოხაძემ,

ირაკლი აგლაძემ,

ივერი გოგბერაშვილმა.

 

მკვლელობა მოხდა დღის სამ საათზე, „მაგთისა“ და მაღაზია „ლუტეციას“ შორის, უამრავი მოწმისა და ვიდეო-კამერების წინ.

 

5 მკვლელიდან დღემდე მხოლოდ ორი - დავით რუსიშვილი და ივერი გოგბერაშვილია დაკავებული.

 

რუსიშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს და მოსამართლეს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს. მას 21 წელი მიუსაჯეს.

 

გოგბერაშვილი ასევე დამნაშავედ სცნო სასამართლომ და 24 წელი მიესაჯა.

 

დაუსწრებლად გაასამართლეს ირაკლი აგლაძე. იგი დღემდე ერთ-ერთ ქვეყანაში იმალება. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ის დაკავებული არაა.

 

მეოთხე მკვლელს, დავით ჯოხაძეს, მკვლელობის ბრალდება არ აქვს წაყენებული და მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით იძებნება.

 

ეს მაშინ, როცა ვიდეო-კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ესვრის დავით ჯოხაძე ჩემ შვილს, ზურგიდან, მალულად, იარაღს ურნაში აგდებს და რუსთაველზე, პარლამენტის მიმართულებით გარბის.

 

ბესიკის ქუჩის კუთხეში ტაქსში ჯდება, ელოდება სხვა მკვლელს - ივერი გოგბერაშვილს და სოლოლაკში მიდის.

 

ის, რომ ჯოხაძე მკვლელია, პროკურატურა ადასტურებს. გვპირდება იმასაც რომ მას აუცილებლად წაუყენებენ მკვლელობის ბრალდებას, თუმცა, სამწუხაროდ, ეს, აქამდე, წლინახევრის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

 

რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მკვლელსა და მკვლელობის ორგანიზატორს, მინდია გოგოჭურს, მას არათუ მკვლელობის ბრალდება არ აქვს წაყენებული, არამედ მისი მკვლელობაში მონაწილეობით სამართალდამცველები არც ინტერესდებიან. თუმცა, პირად საუბრებში გამომძიებლები გვიდასტურებენ რომ გოგოჭური მკვლელია.

 

ადრე მკვლელობის მცდელობისათვის ძებნილი, ჩემი შვილის ერთ-ერთი მკვლელი, მინდია გოგოჭური, პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძეა.

 

მინდია გოგოჭური სარგებლობს პრეზიდენტ მარგველაშვილის მფარველობით.

 

მისი მკვლელობაში მონაწილეობის შესახებ ჩვენთვის ცნობილი მოგვიანებით გახდა. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ესროლა გოგოჭურმა ჩემ შვილს, რუსთაველზე, წინიდან, შემდეგ იარაღი ძირს დააგდო, ქუჩა გადაკვეთა და „თბილისი მარიოტის“ მიმართულებით გაიქცა.

 

ადრე ის, კუდის ნათესავი მაღალჩინოსნის მფარველობით სარგებლობდა. შესაძლოა ამიტომაც დამალეს მაშინ, მისი მკვლელობაში მონაწილეობა.

 

შესაძლოა ამიტომაც გვითხრა პოლიციამ რომ „მაგთის“ შენობაზე დამონტაჟებული 4 ვიდეო-კამერიდან არც ერთი არ მუშაობდა.

 

პოლიციაში, მკვლელობების განყოფილების უფროსმა კვინიკაძემ ისიც გვითხრა რომ საჭიროდ არ ჩათვალეს მაღაზია „ლუტეციის“ შენობაზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერის კადრების ამოღება. თუმცა, „ლუტეციის“ კადრები არსებობს.

 

„მაგთიდან“ კი ვიდეო-კადრები პირადად ამოიღეს პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, მთაწმინდის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე შიოშვილმა და კიდევ რამდენიმე პირმა. ამას „მაგთი კლუბის“ მესაკუთრეც დაადასტურებს. 

 

ბატონო ირაკლი,

ბატონო ალექსანდრე,

ბატონო გიორგი,

ბატონო დავით,

 

გთხოვთ დამეხმაროთ, რათა კრიმინალებმა, რომლებმაც 23 წლის შვილი მომიკლეს, პასუხი აგონ და არავის მიენიჭოს ინდულგენცია მხოლოდ იმიტომ რომ ის პრეზიდენტის მეგობარი ქალის სიძეა.

ბატონო ირაკლი,

ბატონო ალექსანდრე,

ბატონო გიორგი,

ბატონო დავით,

 

ვიმედოვნებ რომ გულთან მიიტანთ ჩემ ტრაგედიას. ბოლომდე გამოძიებული იქნება ჩემი შვილის მკვლელობის საქმე და დააპატიმრებენ ძებნილებს.

 

ვიმედოვნებ რომ პასუხს აგებს პრეზიდენტის მფარველობის ქვეშ მყოფი ჩემი შვილის მკვლელი, მინდია გოგოჭური, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო საავადმყოფოში მოხვდა. მას, საავადმყოფოსთან პრეზიდენტის დაცვა დარაჯობდა. ადრე კი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.

 

ასევე გაირკვევა ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილე თუ მკვლელობის ხელშემწყობი პირების: ნიკა ასლანიშვილის,  პოლიციელ გიორგი ბარათელისა და სხვების ბრალეულობა.

 

ზურა ტარყაშვილის მშობლები:

თამილა კოჭლამაზაშვილი

რამინ ტარყაშვილი

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !