საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ავადმყოფობის გამო გადადო 28 იანვარს დაგეგმილი პრეზენტაცია და ბრიფინგი, სადაც ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების წინაშე უნდა წარმდგარიყო.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის განცხადებით, ღონისძიების გადადების მიზეზი გრიპის ვირუსი გახდა, პრესკონფერენცია ივანიშვილის გამოჯანმრთელებისთანავე ჩატარდება და მისი ჩატარების თარიღი ამ დღეებში გახდება ცნობილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ ბიძინა ივანიშვილმა 23 იანვარს დააფუძნა.