
4 იანვარს აბრეშუმის ქარხანაში ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე გრანდიოზულ საახალწლო კონცერტს გამართავს.
მისულ სტუმრებს მომღერლისგან ბევრი საინტერესო სიახლე დახვდებათ.
ნინო ქათამაძე საღამოზე ყველასთვის ცნობილ ჰიტებთან ერთად ახალ კომპოზიციებსაც შეასრულებს.
სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ესტუმრება და ღონისძიების ბოლოს სცენას დაიკავებს House-სა და Disco-ს გამორჩეული ინგლისელი არტისტი DJ Jamesey Makin' Moves, რომელიც იზრუნებს თქვენს განწყობაზე ღონისძიების დასრულებამდე!