-
2019-04-09 23:35
წარმოგიდგენთ ყველა დროის ყველაზე ლამაზ ქართველ კინოვარსკვლავებს.

ლია ელიავა. მსახიობს 1956 წლიდან აქტიურად იღებენ კინოში. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევდა
მეუღლე — პოპულარული ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე.ნათამაშები აქვს ფილმებში: "მამლუქი",
"ბაში-აჩუკი", "განაჩენი", "მე ვხედავ მზეს", "გაქცევა გათენებისას" და სხვა. ულამაზესი ქალბატონი 64 წლის
ასაკში გარდაიცვალა.

ლეილა ყიფიანი - ის ნამდვილად ითვლება ქართული კინომოვლენის ერთ-ერთ ლამაზ ქალბატონად.
მისი პერსონაჟები მაყურებელს განსაკუთრებულად ახსოვს ფილმებიდან: "მე ვხედავ მზეს", "ლონდრე",
"ღიმილის ბიჭები" და მრავალი. სწორედ ფილმ "ღიმილის ბიჭების" გადაღებებისას გაიცნო მომვალი
მეუღლე - ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზნისკი ლეილა ყიფინმა. ის ყოველთვის დარჩება ქართული კინოს ერთ-ერთ
ყველაზე ლამაზ ქალად.

კირა ანდრონიკაშვილი
მსახიობ კირა ანდრონიკაშვილს ერთხმად აღიარებენ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე
ლამაზ ქალად. პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს. ამის შემდეგ 20-ზე მეტ ფილმში გამოჩნდა,
რომელთა შორისაც გამორჩეულია:"მე , ბებია, ილიკო და ილარიონი", "ერთი ცის ქვეშ", "მოლანდება" და სხვა.
ის დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურება .
კირა ანდრონიკაშვილი

ლიკა ქავჟარაძე კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას
თენგიზაბულაძის "ნატვრის ხეში" შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. თავად ამბობდა: „მარიტამ მართლაც
რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად,
რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე" მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ.
მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“. ლიკა ქავჟარაძე 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარიამ ნებიერიძე