
შემთხვევა დიდ დიღომში, მე-3 მკ.რ-ში კორპუსის მშენებლობის დროს მოხდა.
დაშავებული გია ზარიძე სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
„ხმაური გავიგე და აივანზე გამოვედი. ვხედავ, ხალხი გროვდება, ბიჭი მოყოლილა არმატურის ქვეშ და მასთან მიახლოვებას ვერ ახერხებდნენ. სასწარაფოთი გადაიყვანეს. მითხრეს, რომ გადარჩა, ფეხებზე დაეცა, მენჯებზე, მუცელზე არ შეხებიაო.
წვიმდა და მიწა სველი იყო, არმატურის 4 ტონიანი შეკვრა კიდეზე დებულა და ჩასრიალდა“, - აღნიშნა Ambebi.ge-სთან ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
სამშენებლო კომპანიის შ.პ.ს. „ლუმაქ ჯგუფის“ დირექტორის, შოთა ქუთათელაძის ინფორმაციით, დურგალს ფეხი დაუცდა, რადგან მიწა სველი იყო და არმატურაში ფეხი მოყვა.
მისივე თქმით, სამშენებლო კომპანია უსაფრთხოების ზომებს იცავს და ეს უბედური შემთხვევა იყო.
შსს-ში აღნიშნავენ, რომ დაზარალებულს პრეტენზიები არ აქვს, და შესაბამისად, გამოძიების დაწყება არ იგეგმება.