„არანაირი ლეიკემია ბუკას არ ჰქონდა და ქართველმა ექიმებმა დაღუპეს“ - ტრაგედია იაშვილის სახელობის კლინიკაში

Image

7 წლის მერაბ (ბუკა) ნიკურაძის გარდაცვალებას იაშვილის სახელობის კლინიკის მედპერსონალის დაუდევრობად და არაპროფესიონალიზმის გამოვლინებად მიიჩნევს ქალბატონი, რომელიც ბავშვთან ერთად თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ბიჭის მდგომარეობა კარდინალურად გაუმჯობესდა.

 

მას შემდეგ, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ბავშვმა დამოუკიდებლად გავლა მოახერხა, თურქმა პროფესორმა ის თბილისში გამოუშვა. ბუკა ნიკურაძე თებერვალში ისევ თურქეთში იყო დაბარებული, თუმცა, ყველაფერი სწრაფად და ტრაგიკულად განვითარდა და ბავშვი გარდაიცვალა.

 

ნინო უგულავა ტრაგედიის დეტალებზე ჰყვება და ყველას მოუწოდებს, ავადმყოფი ბავშვი იაშვილის კლინიკაში არ მიიყვანონ.

 

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, მომხდარი ტრაგედიის ერთი ვერსიის სახით გთავაზობთ ნინო უგულავას პოზიციას და იაშვილის სახელობის კლინიკის განცხადებას:

 

„...ეხლა გეტყვით, რა მოხდა სინამდვილეში: ძალიან მაღალი სიცხით 7 წლის ბუკა იაშვილში მიიყვანეს. იქ ყველას უდგენენ ლეიკემიის დიაგნოზს და უჭკუო მშობლები ბედს ენდობიან. ბუკასაც დაუდგინეს და თავში მანიპულაციის გაკეთების დროს შეეჭრათ ინფექცია, თავში სოკო გაგიგიათ? ბუკას განუვითარდა. ხელები და ფეხები წაერთვა და თან ანალიზები საეჭვო იყო, რომ არ იყო თითქოს ლეიკემია.

 

ამიტომ, ქართველი ექიმების სირცხვილი ყველას რომ არ გაეგო, სერგეენკომ გააკეთა ყველაფერი და სამთავრობო ფონდიდან ბავშვი გადააფრინეს თურქეთში. აპრილი იყო და გაუკეთდა ურთულესი ოპერაცია. ასევე ჩამოიყვანეს ყველაზე ძლიერი ბავშვთა ჰემატოლოგებიც და დადგინდა რომ არანაირი ლეიკემია ბუკას არ ჰქონდა და ქართველმა ექიმებმა დაღუპეს.

 

12 დღე არ იცოდნენ რა იქნებოდა და ბავშვს ისე პატრონობდა მთელი საავადმყოფო და მოწვეული ექიმებიც, რომ ბავშვმა გავლა შეძლო. მშვიდად გამოუშვა პროფესორმა ჰაკანმა თბილისში და თებერვალში ისევ დაიბარა. ჩვენ ერთი რეისით გადმოვფრინდით. ორივე იმედებით.

 

აქ ისევ იაშვილში იყო მეთვალყურეობის ქვეშ და ისევ არასწორად უმკურნალეს. ქიმია არ ჭირდებოდა. მოკლედ ეს მკვლელი ქალია ა***** (ექიმის სახელი დაფარულია რედაქციის მიერ)... არასოდეს არ მიიყვანოთ სიცხიანი ბავშვი იაშვილში. მეტი აღარ შემიძლია...

 

სამი კვირის წინ ჩემი შვილი 40-ზე ზემოთ სიცხით სასწრაფომ წაიყვანა იაშვილში. შუაღამე იყო და მე არ გამაგებინეს. იქ, როცა საშინელება უთხრეს რომ ლეიკემიის ეჭვი ჰქონდათ, ჩემმა შვილმა ისტერიკაში დამირეკა და ბავშვი გამოვგლიჯე იაშვილს.

 

თან დავდებ ფოტოს რეანიმაციის პირობების... დაჩის ჰქონდა ჩვეულებრივი ვირუსი. იტკიებდა ფეხებს, რაც იყო გლანდებისგან. ბავშვი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი. რამდენი ბავშვი მოიყვანეს, იცით, სიცხიანი და რამდენს უთხრეს იგივე?..“, - წერია გამოქვეყნებულ სტატუსში. ნინო უგულავამ ინტენსიური თერაპიის პალატის ფოტოც გამოაქვეყნა. 

 

რაც შეეხება იაშვილის სახელობის კლინიკის განცხადებას, მასში ნათქვამია:

 

 

"პაციენტი ნიკურაძე მერაბ (ბუკა) მკურნალობდა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, დაუდგენელი და სხვა კონვულსიებისა და პნევმონიის დიაგნოზებით.

 

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დიაგნოზი დასმული იქნა დროულად (კლინიკაში შემოსვლისთანავე) და დადასტურებული იქნა კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. მკურნალობა ასევე იქნა დაწყებული დროულად, დიაგნოზის დადგენისთანავე. მკურნალობა მიმდინარეობდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის ეროვნული და საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით და ამ პროტოკოლებში მითითებული მედიკამენტების გამოყენებით.

 

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დასმული იქნა სისხლის საერთო ანალიზის, ძვლის ტვინის ციტომორფოლოგიური, ციტოქიმიური, ცოტოგენეტიკური და იმუნოლოგიური (ძვლის ტვინის იმუნოფენოტიპირება-გამდინარე ციტომეტრით) კვლევების საფუძველზე. მკურნალობა წარმოებდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის მართვის ეროვნული და გერმანული პროტოკოლის (ALL-IC-BFM I პროტოკოლი) მიხედვით. გამოყენებული იქნა 4 ქიმოითერაპიული პრეპარატი.

 

ქიმიოთერაპიის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული გართულებები მიეკუთვნება ხშირ გართულებათა რიცხვს და მათ შესახებ მშობლის ინფორმირება მოხდა მკურნალობის დაწყებამდე.

 

02.04.2015 წელს მშობლის მოთხოვნით პაციენტი გადაყვანილი იქნა თურქეთის კლინიკაში.

 

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ პაციენტს ჩვენი კლინიკისათვის არ მოუმართავს.

 

სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებულთა მხოლოდ 77% ექვემდებარება მკურნალობას, ხოლო დანარჩენი 23% მთავრდება ლეტალური გამოსავლით. (მითითებული მაჩვენებელი 10 წლის წინ გაცილებით სავალალო იყო)

 

აღნიშნული შემთხვევა შესწავლილი იქნა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, რომლის დასკვნის მიხედვით პაციენტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში დარღვევები არ დაფიქსირებულა "- აღნიშნულია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ოფიციალურ განცხადებაში.

 

 

 

buka1.jpg

buka-bbb.jpg

 

 

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !