
სტამბოლის მეტროში აფეთქება მოხდა, დაიჭრა ხუთი ადამიანი. პერსონალმა და პოლიციამ მგზავრების ევაკუაცია მოახდინა, მეტროს სადგურები დროებით დაიკეტა.
თავდაპირველი ვერსიით, ტრანსფორმატორი აფეთქდა, თუმცა, NBC News პოლიციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მეტროს შესასვლელთან, აფეთქების ადგილას, ხელნაკეთი ბომბის ნარჩენებია ნაპოვნი.