გნებავთ, გესაუბროთ კოლეგების ჭეშმარიტ როლზე რუსული პროპაგანდის გავრცელებაში?

Image

გინდათ, საქართველოს წინააღმდეგ ახალ რუსულ ტაქტიკაზე გიამბოთ? გინდათ, გაიგოთ, როგორ მონაწილეობენ მასში ჩემი ქართველი კოლეგები - ზოგი უნებურად და უმრავლესობა შეგნებულად? კი, ბატონო, დავიწყოთ: 

 

ეს სრულიად ახალი ტაქტიკაა და მისი საფეხურები ასეთია:

 

პირველი საფეხური: მეორეხარისხოვან რუსულ, არასერიოზულ გამოცემებში ქვეყნდება კარგად მოფიქრებული, პროპაგანდისტული სტატია-სკანდალი.

 

რადგან, ჩვენგან განსხვავებით, სერიოზულ, მრავალტირაჟიან რუსულ გამოცემებს პრეტენზიული მკითხველი ჰყავს და ჩვენზე მეტი თავმოყვარეობაც აქვთ, ისინი ამ მეორეხარისხოვან გამოცემებზე დაყრდნობით ინფორმაციას ვერ გამოაქვეყნებენ.

 

რა არის საჭირო? სწორია -

 

მეორე საფეხური: ეს ინფორმაცია, „რუსულ მედიაზე“, ან სულაც, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, როგორმე უნდა მოხვდეს ქართულ გამოცემებში: ონლაინგამოცემებში აუცილებლად და რაც უფრო მეტში, უკეთესი, ხოლო ტვ-ებში - შეძლებისდაგვარად.

 

რასაკვირველია, ასეც ხდება -

 

მესამე საფეხური: სკანდალური სტატია ხვდება ქართულ ონლაინგამოცემებში, „რუსულ მედიაზე დაყრდნობით“ ან ამ მითითების გარეშე, თუ სტატია ძალიან მსუყედ სკანდალურია.

 

ასეთ შემთხვევაში ქართული ონლაინგამოცემები აუცილებლად დაეყრდნობიან „საკუთარ წყაროებს“, ერთ-ორ „თვითმხილველს“ იპოვიან, მის ციტატას მოიყვანენ და წავიდა... მერე, შეიძლება, ეს ამბავი „გატელევიზორდეს“ კიდეც. ამის შემდეგ მოდის

 

მეოთხე საფეხური: უკვე ჩვენგან, ანუ, ქართული მედიასივრციდან სათაურით „ქართული მედია: .....“ - ამბავი ხვდება სერიოზულ რუსულ გამოცემებში. ცხადია, იმ სერიოზულ რუსულ გამოცემებში უკვე არაფერია იმაზე ნათქვამი, რომ ქართულმა მედიამ ეს ამბავი, თავდაპირველად, რუსულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა...

 

ამ სქემის გაშიფვრის შემდეგ უკვე ვეცდები, კონკრეტული მაგალითი დავასახელო. თუ ისე არ მოხდა, როგორც ქვემოთ დავწერ, პირადად მე ჩავთვლი, რომ ამის პრევენცია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ ამ სტატიის მაქსიმალურად გავრცელებისა და „თემის გაბაზრების“ ბრალია. იმედია, მომიტევებთ, „კოლეგებო“, თუკი „სკანდალს“ ჩაგიგდებთ...

 

მოკლედ, ამბავზე, რომელიც, სავარაუდოდ, ამ სქემაში დასატრიალებლად უკვე მზადაა, კონკრეტულად არაფერს ვიტყვი ბმულის თვალსაზრისით, ტირაჟირებას მოვერიდები. მაგრამ ჯერ ქართულად მოგიყვებით „სკანდალს“, მერე კი ციტატასაც გაახლებთ ბმულის გარეშე ორიგინალში - რუსულ ენაზე:

 

სად იყო და სად არა, ფოთში ამერიკული გემი შემოსულა ოქტომბერში, ნატოს ეგიდით. პორტი საგანგებოდ დაკეტილა, არავის უშვებდნენ თურმე შიგნით, არც პოლიციას. დაუწყიათ გადმოტვირთვა რაღაც უზარმაზარი ყუთების, ამერიკელებს და "ვიღაც წვეროსნებს".

 

ცოტა ხნის მერე პორტიდან რამდენიმე სატვირთო მანქანა გამოსულა, ქართული სამხედრო ნომრებით, ძარაზე - ეს წვერებიანი კაცები.

 

პოლიციას საბუთების შემოწმება ნდომებია, მაგრამ ეს წვერებიანები შეეწინააღმდეგნენ. როცა პოლიციელებმა ძალიან დაიჟინეს, ბოევიკებმა ცეცხლი გახსნეს, ოღონდ, ჰაერში. საპასუხო ცეცხლი პოლიციამაც გახსნა და სამი პოლიციელი დაიჭრა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ლეგენდა-სკანდალის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიულად აკრძალა და ეს ამბები არ გახმაურებულა. თურმე ჟურნალისტებს ტავად არაფერი გაუგიათ, არც პოლიციელები შეხმიანებიან, არც ფოთის ცენტრში სროლის შემსწრე ხალხი - დაუშინებიათ ყველა, წარმოგიდგენიათ?

 

სატვირთოები დაუბრკოლებლად წასულან და ეს თურმე, პერიოდულად ხდება ფოთში, რადგან თურმე აშშ ამზადებს საქართველოს „ისლამური სახელმწიფოსთვის“ პლაცდარმის სახით. ანუ, უფრო კონკრეტულად, აშშ, რომელმაც შექმნა „ისლამური სახელმწიფო“, შეეკრა საქართველოს ხელისუფლებას და ამ უკანასკნელმა უფლება მისცა, გამოიყენოს, დახუროს საქართველოს პორტები, თავდაცვის სამინისტროს სამხედრონომრიანი სატვირთოებით „ბოევიკების“ გადაყვანა მოსთხოვოს და, რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ მისცა ისლამისტ ბოევიკებს უფლება, როცა უნდათ და ყელში ამოუვათ, დაუნანებლად ესროლონ ქართველ პოლიციელებს. აი, როგორ გამოიყურება ეს ამბავი რუსულ ენაზე:

 

"В октябре 2015 года в грузинский порт Поти причалили военные корабли НАТО и произвели разгрузку неизвестного груза в оружейных ящиках. На период разгрузки порт был частично закрыт. По словам его сотрудников, корабли альянса разгружали несколько грузин и какие-то "бородатые люди" не грузинской внешности.

 

Один из портовых служащих сообщил об увиденном в полицию, но приехавших сотрудников МВД не пустили на территорию порта. Через несколько часов оттуда выехали грузовики с грузинскими военными номерами. Воспользовавшись случаем, полицейские попытались выполнить служебный долг и остановить их для проверки документов, но неожиданно столкнулись с серьезным сопротивлением.

 

Один из сопровождавших машины "бородачей" дал очередь из автомата поверх голов полицейских. Силовики попытались открыть ответный огонь, но в короткой перестрелке понесли потери. Трое получили ранения различной степени тяжести и были доставлены больницу.

 

После вмешательства представителей грузинских спецслужб грузовики спокойно двинулись дальше, а сотрудникам МВД в категорической форме (под угрозой увольнения) было запрещено общение с прессой по поводу случившегося. Разумеется октябрьский инцидент в Поти прошел мимо СМИ, но о нем знают местные жители.

 

Произошедшее лишний раз доказывает, что отдельные районы Грузии (прежде всего Аджария и Панкиси) становятся при полном попустительстве властей этакими подпольными бандитско-исламистскими анклавами, получающими военную помощь напрямую от западных покровителей Тбилиси. Террористы всех мастей медленно но верно наращивают численность своих "спящих" бандформирований в Панкисском ущелье и на западе Грузии".

 

როგორია? 

 

 

berul-1.jpg   აშა ბერულავა, რედაქტორი, რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !