-
2015-10-01 23:40
"მივმართავ ივანიშვილს, სანამ მე ცოცხალი ვარ, თქვენ არასოდეს გექნებათ კომფორტი, რომ მშვიდად დაიძინოთ იმის გამო, რომ რუსთავი 2 არ არსებობს", - ასე მიმართა გადაცემა "არჩევანში" "რუსთავი-2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილს.
„რუსთავი 2“ ხელისუფლების ხელიდან მკვდარია. ჩვენ რომ არ მოვკვდით ეს ჩვენი დამსახურებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბედნიერება არ მივანიჭოთ ხელისუფლებას და პირადად ივანიშვილს", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ და ივანიშვილის მისამართით დაამატა: "თქვენ ქვეყანას აფარჩაკებთ და ამას მაყურებელი გაიგებს. ჩვენ ამისთვის ვარსებობთ".