კახეთში, სვიანაზე, რეკრეაციული ზონა დაარბიეს

Image

თელავის მუნიციპალიტეტში, სტორის ხეობაში, ე.წ. სვიანაზე, რეკრეაციული ზონა დაარბიეს. დამტვრეულია საპიკნიკე ადგილებზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია სკამები და ნაგვის ურნები. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.

 

CENN-ის კახეთის რეგიონული კოორდინატორი, რეკრეაციული ზონის მოწყობის იდეის ავტორი, კახაბერ სუხიტაშვილი ამბობს, რომ საპიკნიკე ადგილებიდან მოპარულია ნაგვის ურნები და ტერიტორია დანაგვიანებულია.

 

,,ცოტა ხნის წინ, კახეთში, მდინარე სტორის ხეობაში, ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევით, საპიკნიკე ადგილები მოეწყო და ნაგვის ურნები დამონტაჟდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მორიგი ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. ამჟამად დარბეულია რეკრეაციული ზონა და სვიანას ტერიტორია დაფარულია ნაგვით. თქვენ არ იცით ეს ჩემთვის რამხელა ტრავმააა. დიდი შრომა ჩავდე ამ საქმეში, მაგრამ არაფერი გამოვიდა'', -განუცხადა knews.ge-ს კახაბერ სუხიტაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, სტორის ხეობაში, ე.წ. სვიანაზე, რეკრაციული ზონა გაიხსნა. აღნიშნულ ადგილას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN)-ის პროექტის ,,ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში'' ფარგლებში მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის მიზანია არსებული ტყეების რეკრეაციული ფუნქციის გამოვლენა და ტყეების რესურსის გამოყენება მის დაუზიანებლად.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !