ხმაური იყო გვიან ღამით ქუთაისის აეროპორტში, რის შედეგადაც საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება მოხდა: 140 მგზავრი ქუთაისი-სტამბოლის რეისის გაუქმებას აპროტესტებდა.
რეისი ავიაკომპანია "პეგასუსის" შესასრულებელი იყო, თუმცა, გაუგებარი მოტივებით გაუქმდა. 140 მგზავრს კი გამოუცხადეს, რომ მათ შემდეგ სამ რეისზე: 1, 2 და 3 ოქტომბერს გადაანაწილებენ, თუმცა, მგზავრების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა და აცხადებდა, რომ ასეთი პირობების არ სჯერათ, რადგან კომპანიის წარმომადგენლები უშუალოდ კონტაქტზე მათთან არ გამოსულან. რეისის გაუქმების შემდეგ 140-მა მგზავრმა მთელი ღამე აეროპორტში გაატარა.