
პატრულ-პოლიციელმა გიორგი ბაბუნაშვილმა, რომელმაც საქართველოდან წასვლამდე სკნადალური კადრები "თაიმერსა" და "ქრონიკა+"-ს გადასცა და ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდება, ახალი სკანადალური ვიდეომასალების გასაჯაროება დაანონსა.
"პოსტსკრიპტუმის" ეთერში უკვე გასული სკანდალური კადრების შემდეგ, სადაც ჩანს, როგორც იყენებს ე.წ. ნარუშილოვკას შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ძმა, ასევე, როგორ სცემეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 13 მოქალაქე კოსტავას ქუჩაზე და სკანდალური ინტერვიუს, სადაც თავად ბაბუნაშვილი ჰყვება, როგორ აიძულებდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შსს-ს მაღალჩინოსანთა ახლობლის ქორწილში ნასვამი მძღოლების მიცილებას სახლებამდე, ორმა უწყებამ - პროკურატურამ და შსს-ს გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო. კადრებთან დაკავშირებით განცხადება სახალხო დამცველმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის გამოძიების მსვლელობას დააკვირდება.