
პირი, ვინც აბაშიძის ქუჩაზე ორ ადამიანს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა, შესაძლოა, არასრულწლოვანია. თვითმხილველებმა დაახლოებით 17 წლის ბიჭი შენიშნეს, რომელიც სროლის შემდეგ არაყიშვილის ქუჩით გარბოდა. გამოძიება დაწყებულია.
დაახლოებით 18:00 საათზე აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ორი პირი დაიჭრა. მათ თავდამსხმელმა ოთხი ტყვია ესროლეს. ნიკოლოზ ფერაძე და მოშე დადიანი ფეხში არიან დაჭრილი.
პოლიციამ უკვე ამოიღო მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები.
მომხდარზე დუმილს ამჯობინებენ თავად დაჭრილებიც, ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათი გადაწყეტილებიდან გამომდინარე მკურნალი ექიმი დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან არ საუბრობს.
ჟურნალისტ გურამ დონაძის ფოტოები