
2013 წლის 23 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა ბობოყვათის რეზიდენციაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა შვილებს უმასპინძლა და რეზიდენცია სწორედ მათ გადასცა.
„ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, თავის დროზე იყო ცეკას მდივნის რეზიდენცია, მერე ასლან აბაშიძის, მერე საქართველოს პრეზიდენტის. რეზიდენცია, სადაც მე საკმაოდ იშვითად ვჩერდებოდი და ბოლო ერთი წელი პრაქტიკულად არც ვყოფილვარ, გადავცეთ დასასვენებელ სახლად ომში დაღუპულების ოჯახის წევრებს, ისევე, როგორც ჩვენი შეირაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს“, - განაცხადა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბობოყვათის რეზიდენცია საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა.