
პარლამენტარი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში ,თელავში, პოლიციელის მკვლელობის დედატელებზე წერს:
,,ამ საღამოს თელავში პოლიციის საუბნო განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, ოფიცერი, 36 წლის ბექა აბულაძე მოკლეს. სახლში იყო, ძმას უთხრა, ვიღაც მეძახის, გავალო. სახლიდან 5 - 10 მეტრში ესროლეს. ავტომატის 16 ტყვია აქვს მოხვედრილი.
საქმის პროფესიონალი, პატრიოტი, ბექა პოლიციიდან ახალმა ხელისუფლებამ დაითხოვა, როგორც პოლიტიკურად არასანდო და "ჩანერგილი".
მას მეუღლე და 12 წლის ვაჟი დარჩა.სამძიმარს ვუცხადებ მათ.ქედს ვიხრი ვაჟკაცის ხსოვნის წინაშე,"- წერს თარგამაძე.