
თელავში, ბახტრიონის ქუჩაძე, საკუთარ სახლთან ავტომატის ჯერით დაცხრილეს ყოფილი პოლიციელი ბექა ა.-ძე. მრავლობითი ჭრილობებისა და დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა, თავდამსხმელი კი მიიმალა.
ამ დროისთვის თელავში მიმდინარეობს დანაშაულში ეჭვმიტანილის ცხელ კვალზე დევნა, ქალაქში მობილიზებულია პოლიციის მთელი შემადგენლობა, ქალაქის შემოსასვლელ-გასასვლელები კონტროლდება.
თვითმხილველთა თქმით, ყოფილი პოლიციელი სახლის ეზოში იყო შესული, როცა ჭიშკართან გაჩერებული მანქანიდან გადმოსულმა მამაკაცმა მას დაუძახა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბექა ა.-ძე ჭიშკრიდან ქუჩაში გამოვიდა, მოულოდნელად ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა. სავარაუდოდ, თავდამსხმელმა ავტომატის მთელი მჭიდი დაცალა, შემდეგ კი მანქანაში ცახტა და გაუჩინარდა.
ბექა ა.-ძის ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მკვლელობა პოლიციაში მოკლულის მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდეს და შურისძიების მიზნით იყოს ჩადენილი.