
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გალში ტრაგედია დატრიალდა: "მერსედესი" სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა: სამი ადამიანი დაიღუპა.
"მერსედესი" გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ასევე ჩქარა მოძრავ სასწრაფოს დაეჯახა, რომელსაც პაციენტი საავადმყოფოში გადაჰყავდა. ავარიის შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანამ მართვა დაკარგა და გადაბრუნდა.
სასწრაფოში მყოფი ხუთიდან სამი ადამიანი დაიღუპა - გალის რაიონის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, მედდა და პაციენტი ქალი ავარიას ემსხვერპლნენ, ხოლო მძღოლი და პაციენტის ქმარი, ასევე "მერსედესის" მძღოლი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.