-
2015-09-22 14:18
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითგანცხადებას ავრცელებს.
"შევიტყე იმ ზეწოლის შესახებ, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახებზე ხორციელდება - აქციები და პიკეტირებები მათი საცხოვრებელი სახლების წინ.
დემოკრატიაში კონსტიტუციური სასამართლოს ამოცანაა, ქვეყანაში კონსტიტუციის უზენაესობა უზრუნველყოს. მისი გადაწყვეტილება არის საბოლოო, სავალდებულო შესასრულებელი და უნდა შესრულდეს იმ სახელმწიფოში, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ არ უნდა გამოხატოს კრიტიკული შეხედულებები გადაწყვეტილებებზე. თუმცა, კრიტიკა უნდა გამოითქვას პატივისცემისა და კანონიერების ფარგლებში. მოსამართლეების და მათი ოჯახების პირად ცხოვრებას პატივი უნდა სცენ.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, რათა დაცული იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და მათი ოჯახები ნებისმიერი შევიწროვებისგან", - წერია განცხადებაში.
"ტაბულა"