
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოხუმიდან დაახლოებით 42 კილომეტრში, რუსეთ-საქართველოს საზღვრის სიახლოვეს.
ამის შესახებ „ლაივპრესს“ ილიას სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს. მაგნიტუდის სიმძლავრემ 4, 8 ბალი შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 13:7 წუთზე დაფიქსირდა.
„შესაძლებელია ბიძგები იგრძნობოდა სამეგრელოშიც. ერთი მოქალქისგან ზუგდიდიდან შემოვიდა შეტყობინება“, - გვითხრეს სეისმური მონიტორინგის ცენტრში.
"ლაივპრესი"