სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გლეხების პროტესტში ნაციონალების კვალს ხედავს

Image

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ კახელმა გლეხებმა რეალობა კარგად იციან, მაგრამ სიტუაციას „ნაციონალური მოძრაობის“ ის აქტივისტები ამწვავებენ, რომლებიც თავად უშლიდნენ ღვინის ქარხნებს ყურძნის ჩაბარებას.

 

12-საათიან „კურიერში“ პირდაპირი ჩართვის დროს ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ რთველი ჯერ არ გახურებულა და დროთა განმავლობაში ფასები ყურძენზე მოიმატებს, რადგან „ყოველთვის ასე ხდება“. მინისტრის მოადგილემ „უსაფუძვლო“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქარხნები ყურძნებს მხოლოდ 5 თეთრად და მხოლოდ დასეტყვილს იბარებენ და აღნიშნა, რომ საფერავზე ფასი 70 თეთრზე ნაკლები არ არის, ხოლო რქაწითელის ფასი 85 თეთრია და მათ ყველა ქარხანაში იბარებენ.

 

ამავე დროს, გლეხების თქმით, ქარხნები მხოლოდ დასეტყვილ ყურძენს და მხოლოდ 5 თეთრად იბარებენ, გლეხებს კი ეუბნებიან, რომ სხვა სახის ყურძნის ჩასაბარებლად ჭურჭელი არა აქვთ. მათ დღეს აქციის გამართვა სცადეს, თუმცა, პოლიციამ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. გლეხები ისევ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, ხოლო მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მათ კომუნიკაციის პრობლემა არა აქვთ, თუმცა, მხოლოდ ისეთ ფორმატში შეხვდებიან მევენახეებს, სადაც დიალოგი იქნება შესაძლებელი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !