-
2015-09-13 02:34
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის რომან ფიფიას ფრესკა სამების ლავრაში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარშია განთავსებული, - ამის შესახებ "ფეისბუქზე" თვითმხილველები წერენ.
ფრესკის არსებობას ერთერთ გავრცელებულ პოსტზე კომენტარში სასულიერო პირიც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს რომან ფიფიას ხატი დაიწერა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ ფრესკაზე, რომელიც რომან ფიფიას, როგორც ტაძრის ქტიტორის ღვაწლის აღსანიშნავადაა შექმნილი, ხოლო ეს ტრადიცია (ქტიტორების სახელზე ფრესკების განთავსება ტაძარში) ძველი ქართული ტრადიციაა.
