ანაკლიური ჯემფესტი და მასთან დაკავშირებული გაუხმაურებელი ისტორიები

Image

ცხადია, არც კაზანტიპის ფესტივალი და არც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, იგივე ჯემფესტი, არ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც მათ წარმოაჩენენ ანგაჟირებული პირები, ზოგჯერ სარწმუნოების ნიღაბქვეშ რომ გვევლინებიან და აქედანვე უნდა შევთანხმდეთ, რომ რაც მეტი ჩატარდება მსგავსი ფესტივალები საქართველოს რეგიონებში, მით უკეთესია ამ რეგიონისთვისაც და ქვეყნის იმიჯისთვისაც. 

 

ამ წერილს არა აქვს მიზნად ჯემფესტის მნიშვნელობის დამცრობა ან მისი, როგორც ღონისძიების დისკრედიტაცია და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ფაქტებზე, რომლებიც ჯერაც ფესტივალის მიმდინარეობის დროს იყო ცნობილი, მხოლოდ ახლა იწერება. მაგრამ არც იმ ნეგატიურ ფაქტორებზე ღირს თვალის დახუჭვა, რაც მსგავს ფესტივალებს, როგორც წესი, ყველა ქვეყანაში თან სდევს და ამ მხრივ საქართველოც ვერ იქნებოდა გამონაკლისი.

 

დავიწყოთ მთავარი შეკითხვით: რა დასკვნები გამოიტანა ანაკლიის მოსახლეობამ და ზოგადად, ზუგდიდში ბიზნესით დაკავებულმა ჯგუფმა წინა, კაზანტიპის ფესტივალიდან, რომელიც კაზანტიპის ისტორიაში ყველაზე ძვირი მომსახურებით იყო გამორჩეული?

 

როგორც ჯემფესტის მიმდინარეობამ აჩვენა, დასკვნები მართლაც გამოიტანეს და მეორე წელს ანაკლიაში, განმუხურსა და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობა ბევრად უფრო მომზადებული, ხარისხზე ორიენტირებული შეხვდა ახალ ფესტივალს: შეიქმნა ერთიანი ვებგვრედი, სადაც განთავსდა გასაქრავებელი ბინების მონაცემები, ფოტოებით, მისამართებითა და ტელეფონის ნომრებით, თავად მოსახლეობის იმ ნაწილს, ინდმეწარმეებს, რომლებმაც ესა თუ ის პროდუქცია შეიტანეს ანაკლიაში, ფასები არ გაუბერავთ და, რეალურად, მისაღები პრაისები დადეს, რამაც ფესტივალზე მყიდევლუნარიანობა გაზარდა, ხოლო ტურისტებმა წუწუნს უკლეს.

 

ფესტივალზე პოლიცია, რომელიც წესრიგის დაცვას უზრუნველყოფდა, ბევრად უფრო მოწესრიგებულად და ღირსეულად იქცეოდა, ვიდრე კაზანტიპის ფესტივალის დროს, ნაკლები იყო ფესტივალის საწინააღმდეგო გამოხტომებიც, მაგრამ რამდენიმე გაუხმაურებელი ექსცესი მაინც მოხდა, რომლებზეც პრესაში არაფერი დაწერილა.

 

თავდაპირველად აღვნიშნოთ, რომ წარმატებული აღმოჩნდა ფესტივალის ორგანიზატორის გიორგი სიგუას იდეა, დასწრება უფასო ყოფილიყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობისთვის. ჯემფესტზე, ისევე, როგორც სუპერთასის ფინალზე, აფხაზეთიდან უამრავმა ახალგაზრდამ გამოთქვა დასწრების სურვილი და დაესწრო კიდეც. მართალია, ამისთვის მათ დე ფაქტო ხელისუფლებისგან არანაირი ნებართვა არ მიუღიათ, მაგრამ გალში ჩასვლა და იქედან ზუგდიდის რაიონში მოხვედრა პრობლემა არ ყოფილა, რადგან ადმინისტრაციულ საზღვართან განლაგებულ ქართულ საგუშაგოებზე ქართველი სამართალდამცველები შეგნებულად ამბობდნენ უარს მკაცრ კონტროლზე და მსურველებს უპრობლემოდ ატარებდნენ.

 

რასაკვირველია, გადაადგილების ეს თავისუფალი რეჟიმი ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა რუს ოკუპანტებს, პროვოკაცია მოეწყოთ ფესტივალის დროს და, „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ასეთი მცდელობა მართლაც იყო, თუმცა ჯგუფი, რომელიც არეულობას გეგმავდა და ე.წ. გამაფრთხილებელ აფეთქებებს აპირებდა, უსაფრთხოების სამსახურმა დროულად გააუვნებელყო. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს „თავისუფალი მიმოსვლა“ ერთგვარი ხაფანგიც აღმოჩნდა: დე ფაქტო საზღვარზე პოლიცია ყველას უპრობლემოდ ატარებდა, მერე კი სამართალდამცველთა „მოდუნების“ მითის მსხვერპლი საეჭვო პირები უსაფრთხოების თანამშრომელთა თვალთვალის ქვეშ გადადიოდნენ და რადგან ხშირ შემთხვევაში ეს თვალთვალი შეუმჩნეველი რჩებოდა, მალევე „იწვებოდნენ“.

 

ჩვენი ინფორმაციით, ჯემფესტის დღეებში სამართალდამცველებმა ორი ასეთი ჯგუფი გააუვნებელყვეს, თუმცა, ისინი, ვინც უბრალოდ, ფესტივალის მონაწილეთა მოსასმენად და დროის გასატარებლად ჩამოვიდნენ, ბევრად აჭარბებდნენ პროვოკაციის მოსურნეებს.

 

„ქრონიკა+“ ოჩამჩირეში მცხოვრებ ერთ აფხაზ ახალგაზრდა, 19 წლის გოგონას ესაუბრა, რომელმაც ძმასთან ერთად გადაწყვიტა, ფესტივალზე მოხვედრილიყო. მისმა ძმამ, რომელიც გოგონაზე ერთი წლით იყო უფროსი, უარი განაცხადა საუბარზე, ხოლო გოგომ სიტყვაძუნწად, მაგრამ მაინც აღწერა ის ყოფა, როგორშიც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ:

 

-ალბათ არ გიფიქრიათ, რომ რადგან თქვენ აქ გიწვევენ ისევე, როგორც დავუშვათ, მე, ეს ნიშნავს, რომ ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს მოქალაქეებად მიგიჩნევენ (მეც ამ აზრზე ვარ), ხოლო პოლიცია, რომელმაც უპრობლემოდ გამოგატარათ, ადასტურებს ამ მიდგომას. ეს დისკომფორტს გიქმნით?

 

-რატომ უნდა მიქმნიდეს დისკომფორტს უცხო ქვეყნის მოქალაქეების წარმოდგენა ჩემზე? მნიშვნელობა არა აქვს, რას ფიქრობთ თქვენ, მე აქ ჩამოვედი, რადგან პროგრამა მომეწონა და ჩამოვედი ისე, როგორც, ვთქვათ, თურქეთში ჩავიდოდი.

 

-ან რუსეთში, არა?

 

-ჰო, თუნდაც რუსეთში.

 

-და თუკი აქ ჩამოსვლა დაბრუნების შემდეგ პრობლემებს შეგიქმნით, რანაირი მსგავსებაა? თურქეთში ან რუსეთში ფესტივალზე დასწრების გამო უკან დაბრუნებისას არავინ განგსჯით, ახლა კი შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ.

 

-საიდან მოიტანეთ, რომ პრობლემები შეგვექმნება?

 

-თუნდაც იქედან, რომ ვინაობის დასახელებაზე უარს ამბობთ, უარს ამბობთ ფოტოს გადაღებაზე. რისთვის ინიღბებით ასე?

 

-მართალია. იმიტომ რომ მტრული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვარ და აქ გასართობ ღონისძიებაში, წესით არ უნდა ვმონაწილეობდე.

 

-მაგრამ აქ ხომ მტრულად არ დაგხვედრიან? ვინმემ ხელი შეგიშალათ ან უცხოდ აღგიქვათ?

 

-არა, რაც მართალია, მართალია. ჩემმა ძმამ აქაურ ბიჭებთან ცოტა დალია, მათ მიიპატიჟეს და როცა უთხრა, რომ ოჩამჩირიდან ჩამოვიდა, მათ ძალიან გაუხარდათ, საერთოდ არ უნდოდათ გაშვება, ბოლოს ეხვეწებოდნენ, აფხაზური გვასწავლეო (იცინის).

 

-იცით აფხაზური?

 

-ცოტა ვიცი, კი. ჩვენ სახლში რუსულად ვლაპარაკობთ.

 

-რომელ არხებს უყურებთ ხოლმე იქ ან რა რადიოს უსმენთ?

 

-რუსულ არხებს ვუყურებთ. სხვათა შორის, ერთი რადიოს სიგნალი მოდის, „აფხაზეთის ხმა“ ჰქვია და რუსულადაც აქვთ გადაცემები, სიმღერებიც გადის და საინფორმაციოც. ხშირად ვუსმენთ ხოლმე, რადგან ადგილობრივი რადიოები არ არის.

 

-აქაურობა მოგეწონათ?

 

-კი, მომეწონა. ეს სულ სააკაშვილმა გააკეთაო, ჩვენთან ამბობენ - მექრთამე ბიზნესმენებს ფულები წაართვა და ანაკლია და ბათუმი ააშენაო. მამაჩემი ამბობს, ეგ მაგარი კაცი იქნებოდა, აფხაზეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას თუ დადებსო, მაგრამ აწი რაღას დადებს (იცინის).

 

-აქ სად ათენებთ ღამეს?

 

-დედამ გვითხრა, რომ ზუგდიდში ნათესავები გვყავს, სახელი, გვარი, მისმართი, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ არ მივდივართ, აქ გვირჩევნია, ჩვენი კარავი გვაქვს და მშვენივრად გვძინავს, თანაც, ახლოს ვართ...

 

-ოჩამჩირეში ან სოხუმში დაიძინებდით კარავში ზღვის ნაპირას?

 

-(იცინის) ოო, არა, არა, რა თქმა უნდა... პროვოკაციულ შეკითხვებს სვამთ...

 

მთლიანობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები გავრცელებული, ჩანერგილი შეხედულებების მსხვერპლი უფრო არიან, ვიდრე რეალურად, საქართველოზე და ქართველებზე დაბოღმილები. ამიტომაც, რეალურად, მხოლოდ დადებითი მოვლენაა მათი მიწვევა როგორც ჯემფესტზე, ასევე ევროპის სუპერთასის ფინალზე დასასწრებად. რა გამოხმაურება მოჰყვა ფინალზე აფხაზეთიდან თბილისში ახალგაზრდები ჩასვლას, ამაზე „ქრონიკა+“ წინა ნომრებში წერდა, ამიტომ აქ დეტალურად არ შევჩერდებით.

 

ახლა კი ერთი გაუხმაურებელი ფაქტის შესახებ, რომელიც კონკრეტული პირისა და კონკრეტული ოჯახის ტრაგედიაა და ასევე, ჯემფესტს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ასეთ ფესტივალებზე ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოძრაობის გაკონტროლება ძალიან რთულია, ხოლო ასეთი ნარკოტიკები, მაგალითად, ექსტაზი ან სხვა რომელიმე, აღმგზნები პრეპარატი, მოუზომავად, სიფრთხილის დაცვის გარეშე მიღების შემთხვევაში, შესაძლოა პრობლემური აღმოჩნდეს იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც ისინი მანამდე არ გაუსინჯავთ...

 

სამწუხაროდ, სწორედ ასეთი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში და ის 18 წლის ბიჭს გადახდა თავს:

 

ზუგდიდელი ზუკა ქ.-ია ბავშვობიდან იყო განებივრებული, როგორც დედისერთა შვილი. შეძლებულ ოჯახში ცხოვრობდა და მისთვის არცერთი ნატვრა არ დარჩენილა აუხდენელი. დედ-მამას ქალაქში ერთმანეთის მოყვარულ ოჯახურ წყვილად იცნობენ. ზუკა სკოლაშიც კარგად სწავლობდა, წელს გამოცდებისთვისაც ემზადებოდა, რამდენიმე საგანში მეცადინეობდა.

 

მეგობრები გეტყვიან, რომ ზუკა არ იყო სხვა დედისერთა ბოიჭებივით ყოყლოჩინა და ამაყი, უკარება - ძალიან მხიარული, კლასელების, მეგობრების მოყვარული ბიჭი ყოფილა. წელს, ზაფხულის დასაწყისში, მართვის მოწმობაც აუღია და მამისთვის პირობაც ჩამოურთმევია, რომ ჯემფესტის მსვლელობის დროს მის „ბმვ“-ს გამოიყენებდა ზუგდიდიდან ანაკლიამდე (32 კმ) სასიარულოდ.

 

მამამ პირობა შეასრულა და ზუკა მეგობრებთან ერთად მამის მანქანით თითქმის ყოველდღე დადიოდა ზუგდიდიდან ანაკლიაში და პირიქით. ერთ დღესაც, ანაკლიაში მეგობრებთან ერთად წასულა, უკან კი, რატომღაც, მარტო დაბრუნებულა, თანაც ისე, რომ მას დამგზავრებული მეგობრებისთვის არც უთქვამს, ზუგდიდში ვბრუნდებიო:

 

„ეს გაგვიკვირდა, არ ახასიათებდა მსგავსი რაღაცეები, არაფრით არ უნდა დავეტოვებინეთ. მაშინვე ვიფიქრეთ, რამე ხომ არ ხდებოდა მის თავს და მობილურზე ვურეკავდით, თუმცა, არ იღებდა. მერე სახლის ნომერზე დავურეკეთ და თვითონ აიღო. როცა ვუსაყვედურეთ, გვითხრა, ისე წამოვედი, მეც ვერ მოვედი აზრზე, როგორ გადავწყვიტეო და, ყველაზე მაგარი ისააო, რომ ანაკლიიდან ზუგდიდამდე ზუსტად 11 წუთში ჩამოვედიო... მისი ეს სიტყვები სერიოზულად არ მიგვიღია, ჩავთვალეთ, რომ მანქნას აქებდა ან კარგი მძღოლობით მოიწონა თავი. ისიც გვითხრა, რომ თავის კანში ვერ ეტეოდა და მუცელი თითქოს შიგნიდან ექავებოდა. არც ამას მივაქციეთ ყურადღება...“, - ჰყვება ზუკას მეგობარი.

 

იმ დღეს ანაკლიიდან ზუგდიდისკენ უსწრაფესად მქროლავი „ბმვ“ ბევრმა დაინახა. სოფელ კახათში, რომელიც ანაკლიიდან ზუგდიდისკენ მიმავალმა უნდა გაიარო, ერთერთი მცხოვრები ჰყვებოდა, რომ შავმა მანქანამ მოსახვევში ისეთი ღრჭიალით მოუხვია და სწრაფად გაქანდა, რომ ეზოში კი ვიყავი, მაგრამ მაინც უკან დავიხიე, ლამის სახლში შევედიო. იგივეს ჰყვება ტაქსის მძღოლი, რომელსაც იმ „ბმვ“-მ გაუსწრო:

 

„საშინელი სისწრაფით ჩამიქროლა, მახსოვს, ნომერს დავაკვირდი, მაგრამ ვერ გავარჩიე“, - თქვა გივი ეხვაიამ.

 

არა, ზუკა ავარიას გადაურჩა და სახლში მივიდა. შემდეგ რაც მოხდა, უკვე მამა ჰყვება, რომელიც ჯერაც არაა გამოსული შოკიდან. თანაც, ის ჟურნალისტებთან არ საუბრობს, ამბავი სამეზობლოში მოჰყვა.

 

მისი თქმით, სამსახურიდან დაბრუნებულზე დაინახა, რომ მანქანა ჭიშკართან იდგა და გაუკვირდა ასე ადრე შვილის დაბრუნება. სახლში შესულმა მამა მიხვდა, რომ შვილი ბანაობდა, ტელევიზორი ჩართო და უყურებდა.

 

საშინელება სწორედ ან დროს მოხდა: უეცრად, აბაზანის კარი ხმაურით გაიღო და მამის თვალწინ მუცელგამოფატრული შვილი გამოვიდა: დიახ, ნატურალიზებისთვის ბოდიში, მაგრამ ეს უნდა დაიწეროს, რომ ზუკას საკუთარი ნაწლავები ეჭირა ხელით, სახეზე კი, როგორც მამამისმა მერე აღიდგინა, ღიმილი დასთამაშებდა.

 

როგორც აღმოჩნდა, ზუკამ სააბაზანოში დანა შეიტანა და ის მუცელში 12-ჯერ დაირტყა... საბედნიეროდ, ბიჭი გადარჩა, რადგან მამა არ დაიბნა და წამსვე საავადმყოფოში გააქანა...

 

მოგვიანებით ზუკა თავად ჰყვებოდა თანატოლებში, რომ ანაკლიაში ყოფნისას ერთერთი დიჯეის გამოსვლისას, ახალგაცნობილა ახალგაზრდამ რაღაც ტაბლეტები ამოიღო, ერთი თვითონ დალია და ერთიც ზუკას მისცა...

 

„ცოტა ხანში მივხვდი, რომ ადგილზე გაჩერება არ შემეძლო, მოძრაობა მინდოდა. კი ვხტოდი, ვცეკვავდი, მერე დავრბოდი კიდეც, მაგრამ სისწრაფე მომინდა და უცებ მანქანა გამახსენდა. არც მახსოვს, სახლამდე როგორ მივედი, მახსოვს, რომ ძალიან მსიამოვნებდა სისწრაფე. მერე, უკვე სახლში, კომპიუტერი ჩავრთე, პლეერიდან მუსიკები ავირჩიე და ხმას ბოლომდე ავუწიე, გაუჩერებლად ვცეკვავდი, მერე სააბაზანოში შევედი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შიგნიდან ყველაფერი მექავებოდა, დანას რომ ვირტყამდი, ტკივილი საერთოდ არ მიგრძვნია, სიამოვნებას ვგრძნობდი და როცა სულ გავსისხლიანდი, მაშინ შევწყვიტე, კარი გავაღე და გამოვედი, ტახტზე მამა დავინახე და მახსოვს, გავუცინე, მერე კი არაფერი მახსოვს...“ - ასე გამოიყურება ზუკას მონაყოლი.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზუკას ოჯახს ზუგდიდში ყველა იცნობდა, ამბავიც სწრაფად გავრცელდა, მაგრამ ჟურნალისტების ყურამდე ან არ მისულა, ან მათ შეგნებულად არ გააშუქეს ფაქტი... სამაგიეროდ, უკვე ამ ამბიდან მეორე დღესვე ანაკლიაში პოლიციის დამატებითი კონტინგენტი გაგზავნეს, ათეულობით აბი „ექსტაზი“ და სხვა პრეპარატები ამოიღეს, რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე კი დააკავეს და გაარეპორტეს...

 

მომხდარიდან რამდენიმე დღეში „ჯემფესტი“ დასრულდა და ეს ამბავიც დავიწყებას მიეცა, მაგრამ ახალგაზრდებზე მაინც დიდი გავლენა იქონია. მათმა უმრავლესობამ ახლა უკვე კარგად იცის, რომ მსგავს პრეპარატებს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. ზუკა ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ფორმას და როგორც პირადად გვითხრა, მალე სპორტით დაკავებასაც აპირებს, ჯერჯერობით კი მისთვის ზედმეტი ფიზიჯური დატვირთვა რეკომენდირებული არ არის...

 

გაზეთი "ქრონიკა+"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !