
"ერთადერთი, ვისაც რუსეთის გამარჯვება სურს, თავად რუსეთია", - ამ ფრაზის ავტორი, მწერალი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა. რეზო ჭეიშვილი ჯერ კიდევ 2011 წელს გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლა კატასტროფა იქნებოდა ქვეყნისთვის.
საგულისხმოა: ჭეიშვილი ასე ამბობდა მიუხედავად იმისა, რომ ის იმ მწერალთა რიგებში იყო, ვისაც "ქართუ" წლების განმავლობაში, სწორედ ივანიშვილის ხელით აფინანსებდა, ოღონდ, სხვებისგან განსხვავებით, რეზო ჭეიშვილს ეს არ დაუმალავს.
აი, რას ამბობდა მწერალი 2011 წელს:
"ბიძინა ივანიშვილი არის ფულზე დამოკიდებული კაცი. ფული კი რუსეთშია. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა ჩვენთვის კატასტროფაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ავტომატურად დაბრუნდება რუსეთის იმპერიის საზღვრებში,
იქ დაბრუნება კი უბედურებაა, ძლივს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ",- განაცხადა რეზო ჭეიშვილმა ინტერვიუში და იქვე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ ივანიშვილისგან დავალებულია, წლების განმავლობაში გაცემული დახმარების გამო.