
მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი ფირმების მასობრივი რეგისტრაციის საგადასახდო რეესტრშია რეგისტრირებული. ინფორმაცია ფედერალური საგადასახადო სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული.
რეესტრის მონაცემების მიხედვით, ვოლხონკა 15 მისამართზე, სადაც ტაძარი მდებარეობს, 26 იურიდიული პირია რეგისტრირებული.
„რასაკვირველია, ეს არ არის კანონდარღვევა, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ იქ მდებარეობს არაერთი ფირმა, რომელთაგან ზოგი პოლიგრაფიით, ზოგი კი რემონტითაა დაკავებული, მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ დიდია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიზნეს-აქტივობა“, - აცხადებს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის წარმომადგენელი გიორგი ალბუროვი.
მანამდე „მოსკოვსკიე ნოვოსტიმ“ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ტაძრის შიგნით მოქმედებს ე.წ. ბიზნეს-ცენტრი, სადაც ათეულობით კომპანიაა დარეგისტრირებული. ამასთან, შენობა არ ეკუთვნის რუსეთის საპატრიარქოს, მას განაგებს ფონდი, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონ რუბლს ღებულობს.
გარდა ამისა, ტაძარში აქტიურ ბიზნეს-საქმიანობას ეწევიან. მაგალითად, საეკლესიო დარბაზი VIP- საგრიმიოროთი დღე-ღამეში 450.000 რუბლი (დაახლოებით 1.200 ლარი) ღირს, ხოლო კონფერენც-დარბაზი - 100.000 რუბლი. პარალელურად, ტაძარი გრძელვადიან მონაკვეთებში აქირავებს საოფისე ფართს.