-
2015-09-09 14:44
პროდიუსერი, მომღერალ ლელა წუწრწუმიას მეუღლე კახა მამულაშვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. კახა მამულაშვილი დაახლოებით ორი თვის წინ დააკავეს.
პროდიუსერის დაკავების კადრები შსს-მ გაავრცელა. ის აეროპორტში აიყვანეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).