"ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რომ რაც უფრო ებრძვი "რუსთავი-2"-ს, მით უფრო ძლიერდება" (ვიდეო)

Image

”ხელისუფლება ცდილობს, რუსთავი2-ის ჟურნალისტები დიდი ფულის სანაცვლოდ გადაიბიროს,” - ეს განცხადება ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ტელეწამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა "არჩევანში" გააკეთა.

 

ზაალ უდუმაშვილმა 2012 წელს განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტელეკომპანიიდან არხის ცნობადი და უცნობი სახეების გადაყვანას დიდი ფულის სანაცვლოდ ცდილობდნენ.

 

”მე მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მეორე წრეზე აპირებს წასვლას, 2012 წლის მსგავსად, როცა ცდილობდნენ, ძალიან დიდი ფულის სანაცვლოდ ტელეკომპანიიდან წაეყვანათ ყველა, ტექნიკური პერსონალიდან დაწყებული და დასრულებული ცნობილი ჟურნალისტებით. მაშინ ხელისუფლებას ეს არ გამოუვიდა და ეს ბრძოლა, პრაქტიკულად, უდანაკარგოდ დავასრულეთ. მე დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთ შემოტევას გავუძლებთ. ის ვერ გაიგო ხელისუფლებამ, რომ რუსთავი2-ს რაც უფრო ბევრს ებრძვი, უფრო ძლიერდება. ამის მაგალითი ბევრჯერ ყოფილა და კიდევ იქნება,” - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ პირდაპირ ეთერში საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია რუსთავი2-ის ღირებულებების შესახებ და აღნიშნა, რომ რუსთავი2-თვის პრიორიტეტი დასავლური ფასეულობები და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ”რაც შეეხება მხარეს, დიახ, ჩვენ ვართ მხარე. რუსთავი2 არ არის მხოლოდ პროფესიონალების ერთობა, რომლებიც ქმნიან საუკეთესო სატელევიზიო პროდუქტს.

 

ეს ადამიანები შეკრებილები არიან იდეალების გარშემო. ეს იდეალები და ღირებულება არის ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. თუ ჩვენ ამ ღირებულებებში რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გადავიკვეთებით, დიდი სიამოვნებით, მიუხედავად იმისა, ეს იქნება ოპოზიციური თუ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია.

 

ყველა არხს ბუნებრივია, გააჩნია თავისი სარედაქციო პოლიტიკა. მე შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემს არხზე ვერასდროს ვერ იმუშავებს ჟურნალისტი ან პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი, რომელიც ფიქრობს, რომ ევროკავშირს ევრაზიული კავშირი სჯობს. ეს ჩვენ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჯდება. თუ ეს არის ხელისუფლების პრობლემა, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი პრობლემა არ არის,” - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !