-
2015-09-07 09:28
(განახლებულია 13:27) - ლევან კობიაშვილის სახელზე 2002 წელს გაცემულ დიპლომში, არსებული ჩანაწერის მიხედვით, დიპლომის მფლობელმა 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი და მას ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა.
სამოქალაქო განათლების ლექსიკონის მიხედვით, "2001 წლიდან ევროპაში აკადემიური ხარისხის მეტ-ნაკლებად ერთიანი სისტემა (ბოლონიის პროცესი) შეიქმნა, რომლის მიხედვითაც ევროპის ძირითადი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები კურსდამთავრებულებს შესაბამისი საფეხურის დამთავრების შემდეგ სამი ტიპის სამეცნიერო ხარისხს ანიჭებენ: ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს. საქართველო 2005 წლიდან შეუერთდა ბოლონიის პროცესს".
ამის მიუხედავად, როგორც სხვა სასწავლებლების მიერ ანალოგიურ პერიოდში გაცემული დიპლომებით ირკვევა, ზოგ შემთხვევაში ბაკალავრიატისა და ბაკალავრის ხარისხის შესახებ ჩანაწერი 2000 წლის შემდეგ კეთდებოდა, აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერვ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტუ 2002 წელს ვერ გასცემდა ბაკალავრის დიპლომს, საფუძველს მოკლებულია. სტატიის ავტორმა იხელმძღვანელა ბოლონიის პროცესთან მიერთების თარიღით და დამატებით არ გადაამოწმა ფაქტები, რამაც დასანანი უზუსტობა გამოიწვია. მოხდარის გამო ბოდიშს ვიხდით.
რაც შეეხება ლევან კობიაშვილს, მისი სპორტული კარიერა 1996-2001 წლებში, რაც ემთხვევა სტუ-ში სწავლის პერიოდს, საკმაოდ დატვირთული იყო. 1997 წლიდან კობიაშვილი ვლადიკავკაზის "ალანიაში" თამაშობდა, ხოლო 1998-2003 წლებში გერმანული "ფრაიბურგის" შემადგენლობაში გამოდიოდა.
