
ათასობით ადამიანი შეიკრიბა ზუგდიდში, ყინულის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტეიკ-პარკში, "რუსთავი-2"-ის კონცერტზე. იმის მიუხედავად, რომ კონცერტის დაწყებას თავსხმა წვიმა დაემთხვა, შეკრებილებს ფეხი არ მოუცვლიათ.
"რუსთავი-2"-ის სახეები და მსახიობები, კონკურსის მონაწილეები კმაყოფილებას გამოთქვამენ იმ მხარდაჭერის გამო, რაც ზუგდიდში მოსახლეობისგან იგრძნეს.